Thumbnail
  • გაბრიელ ჟეზუშმა მანჩესტერ სიტისთან ახალი კონტრაქტი გასულ წელს გააფორმა
  • მიუნხენის ბაიერნს ბრაზილიელის დამატებით შეტევითი პოტენცილის გაზრდა სურს
  • ინგლისურ კლუბს ახალგაზრდა მოთამაშის შენარჩუნება უნდა   

მიუნხენის ბაიერნს მანჩესტერ სიტის ფეხბურთელის, გაბრიელ ჟეზუშის დამატება სურს. ბრაზილიელი ამ სეზონში ძირითადში მხოლოდ 4-ჯერ მოხვდა. “ქალაქელთა” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა სასტარტო თერთმეტეულის ფორვარდად სერხიო აგუეროს განიხილავს, თუმცა სათამაშო დრო ჟეზუშსაც აძლევს.
 
22 წლის ფეხბურთელმა სიტისთან კონტრაქტი გასულ წელს გაახანგრძლივა და პირობების თანახმად, “ეტიჰადზე” 2023 წლამდე დარჩება. მიუხედავად ამისა, ბაიერნს მისი შეძენა მაინც სურს. გერმანულ კლუბს ყავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკის სახით, თუმცა შეტევითი პოტენციალის გაზრდის მიზნით, გაბრიელის დამატებაზე უარს არ იტყვიან.

ჟეზუშის გაყიდვა მანჩესტერ სიტის გეგმებში არ შედის. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ იგი არ იყიდება. გვარდიოლა ბრაზილიელს მომავალში აგუეროს შემცვლელად განიხილავს. მანჩესტერულ კლუბში ბაიერნის ინტერესის გაქრობის მიზნით გაბრიელ ჟეზუშის გამოსასყიდი თანხის 100 მილიონ ფუნტამდე გაზრდას აპირებენ.

ახალგაზრდა ფეხბურთელი სიტიმ 2016 წელს პალმეირასიდან 29 მილიონ ფუნტად დაიმატა. ამ დროის განმავლობაში მან 111 მატჩში 50 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა.

გაბრიელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 3 გატანილი გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები