Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნმა უნიონი დაამარცხა და პირველ ადგილზე დაბრუნდა
  • რობერტ ლევანდოვსკიმ ზედიზედ მე-13 ოფიციალურ მატჩში გაიტანა

რობერტ ლევანდოვსკი უბრალოდ შეუჩერებელია! გერმანიის ჩემპიონატის მე-9 ტურში მიუნხენის ბაიერნმა ბერლინის უნიონი 2:1 დაამარცხა და ეს სწორედ პოლონელი თავდამსხმელის დამსახურებაა, რომელიც ამ მატჩით ყველა დროის ყველაზე დიდი სერიული გოლეადორი გახდა.

ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ცხრავე ტურში გაიტანა, რაც ბუნდესლიგის ისტორიული რეკორდია!

უნიონთან მატჩამდე პოლონელი ამ რეკორდს პიერ-ემერიკ ობამეიანგთან ერთად ინაწილებდა, რომელმაც 2015/2016 წლების სეზონში ზედიზედ პირველ 8 ტურში გაიტანა (მაშინ გაბონელი დორტმუნდის ბორუსიაში თამაშობდა). გარდა ამისა, ლევანდოვსკის ზედიზედ 13 ოფიციალურ მატჩში აქვს გოლი გატანილი, რაც ბაიერნის არსებობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

პოლონელთან ერთად, მატჩის გმირი მანუელ ნოიერიც იყო, რომელმაც თავის 350-ე ოფიციალურ მატჩში პენალტი მოიგერია. თუმცა, ბაიერნმა მაინც ვერ შეძლო კარის მშრალად შენახვა - პავარის გამო დანიშნული მეორე პენალტი პოლტერმა გაიტანა.

ნოიერი პირველ პენალტს იგერიებს

ამ მოგების შემდეგ მიუნხენური გრანდი 18 ქულით გალიდერდა, მეორე ადგილზე კი, ბევრისთვის მოულოდნელად, ფრაიბურგია, რომელმაც ამ ტურში ლაიპციგს 2:1 მოუგო. ტურის ცენტრალური მატჩი კი 0:0 დასრულდა - შალკემ და დორტმუნდმა, ტრადიციულად, დიდი ბრძოლა გამართეს, მაგრამ გოლი ვერცერთმა გაიტანა.

ბრძოლა იყო, გოლები - არა! რურის დიდი დერბი 0:0 დამთავრდა

კვირას, ბაიერნისთვის ლიდერობის წართმევა მიონხენგლადბახის ბორუსიას (16 ქულა) და ვოლფსბურგს (16) შეუძლიათ - გლადბახი ფრანკფურტის აინტრახტს მასპინძლობს, ვოლფები კი - აუგსბურგს დაუხვდებიან.

ბაიერნი 2:1 უნიონი

გოლები: 1:0 პავარი (13), 2:0 ლევანდოვსკი (53), 2:1 პოლტერი (86-პენ)

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - კიმიხი, პავარი, ბოატენგი, დევისი - ტიაგო ალკანტარა - კომანი (65. გნაბრი), მიულერი, კოუტინიო (87. გორეტცკა), პერიშიჩი (76. ტოლისო) - ლევანდოვსკი.

უნიონი (4-2-3-1): გიკიევიჩი - ტრიმელი, ფრიდრიხი, სუბოტიჩი, ლენცი - კროოსი (60. ბეკერი), ანდრიხი - ინგვარტსენი (66. უჯა), გენტნერი, ბიულტერი - ანდერსონი (66. პოლტერი).

შალკე 0:0 დორტმუნდი

შალკე (4-1-2-1-2): ნიუბელი - კენი, სტამბული, სანე, ოჩიპკა - მასკარელი - კალიჯური (84. შიოპფი), სერდარი - ჰარიტი - მატონდო (80. კუტუჩუ), ბურგშტალერი (91. კაბაკი).

დორტმუნდი (4-2-3-1): ჰიტცი - პიშჩეკი, ვაიგლი, ჰუმელსი, გერეირო - ვიტსელი, დილეინი (74. აკანჯი) - სანჩო, როისი, ჰაკიმი (86. ბრანდტი) - გიოტცე (57. თ. აზარი).

კომენტარები

ბოლო ამბები