Thumbnail
  • ნიკოლოზ შერაზადიშვილმა აბუ დაბიში ოქროს მედალი მოიგო
  • შერაზადიშვილს ტურნირის მოსაგებად 5 ბრძოლის მოგება დასჭირდა

ნიკოლოზ შერაზადიშვილმა (90კგ) აბუ დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიგო. ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს 5 ბრძოლის მოგება დასჭირდა, რათა ჩემპიონის ტიტული მოეპოვებინა.

შერაზადიშვილმა ხუსენ ხალმურაზაევს (რუსეთი, გიორგი პაპუნაშვილს (საქართველო), ედუარდ ტრიპელს (გერმანია), ნემანია მაიდოვსა (სერბეთი) და დონჰან გვაკს (სამხრეთ კორეა) სძლია. გვაკმა მეოთხედფინალი ავთანდილ ჭრიკიშვილს მოუგო, ფინალში კი ნიკოლოზთან დამატებით დროში დამარცხდა. შერაზადიშვილმა ბრძოლის მე-7 წუთზე მეტოქეს იპონით სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

ნიკოლოზ შერაზადიშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო

ნიკოლოზ შერაზადიშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო ქართველმა ძიუდოისტმა დონჰან გვაკი დაამარცხა

Posted by Silk Sport on შაბათი, 26 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები