Thumbnail

გამარჯვება მაიდოვთან - ჭრიკიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ დაბიში ბრინჯაოს მედალი მოიგო
  • ქართველმა ძიუდოისტმა სერბი მაიდოვი სამი გაფრთხილებით დაამარცხა

ავთანდილ ჭრიკიშვილმა (90კგ) აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიგო. ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალი სამხრეთკორეელ დონჰან გვაკთან დამატებით დროში წააგო, რის შემდეგაც რეპეშაჟში შვედ მარკუს ნიმანს იპონით მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ჭრიკიშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სერბ ნემანია მაიდოვს აჯობა. მან მეტოქეს სამი შიდო მიაღებინა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 2 მედლით დაასრულა - ჭრიკიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო, ხოლო ლუკა მაისურაძე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ჭრიკიშვილმა მაიდოვს მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ჭრიკიშვილმა მაიდოვს მოუგო და აბუ დაბიში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

Posted by Silk Sport on შაბათი, 26 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები