Thumbnail
  • ლუკა მაისურაძემ აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიგო
  • ლაშა გუჯეჯიანმა ძიუდოისტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა

ლუკა მაისურაძემ (81კგ) აბუ დაბის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ახალგაზრდმა ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში სამხრეთკორეელ მუნ ჯინ ლისთან ორი ვაზარი გაუშვა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ლუკამ 2019 წელს შესანიშნავად იასპარეზა - მან მედალი ზედიზედ 5 ტურნირზე აიღო - ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.

ძიუდოისტის მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი სოციალურ ქსელში ლუკა მაისურაძის გამოსვლას გამოეხმაურა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

ლაშა გუჯეჯიანი: "ქართული ძიუდოს გულშემატკივრებს გილოცავთ ლუკა მაისურაძის ვერცხლის მედალს, რომელიც ძალიან დიდი შრომისა და თავდადების ხარჯზე მოიპოვა! ლუკას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მთელი ღამე არ ეძინა და სიცხიანი ასპარეზობდა - ეს პირობები რომ არა, დარწმუნებული ვარ, რომ ის ფინალშიც გამოიჩენდა თავს... ვუგულშემატკივროთ ლუკას!"

მოგესალმებით ქართული ძიუდოს გულშემატკივრებს, გილოცავთ ლუკა მაისურაძის ვერცხლის მედალს, რომელიც ძალიან დიდი შრომისა და...

Posted by Lasha Gujejiani on პარასკევი, 25 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები