Thumbnail

უდიდეს სენსაციასთან ძალიან ახლოს - საქართველომ ესპანეთთან ბოლო წუთებზე წააგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველო 2:3 ესპანეთი
  • გოლები: 0:1 ფერნანი (12), 0:2 რაულ კამპოსი (25), 1:2 სებისკვერაძე (30), 2:2 თოდუა (32), 2:3 ტოლრა (36).

პოლონეთში მიმდინარეობს 2020 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეინ რაუნდის პირველი ჯგუფის შეხვედრები ფუტსალში. საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში პოლონეთი 3:2 დაამარცხა და ტურნირი წარმატებით დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეორე მატჩი ესპანეთთან გამართა და 2:3 წააგო. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზეა.

📺 ვიდეო: საქართველო 2:3 ესპანეთი (მიმოხილვა)

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 0:1 დათმო, მეორე ნახევარში კი მოვლენები უფრო საინტერესოდ განვითარდა. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, ესპანელებმა მეორე გოლი გაიტანეს და უპირატესობა გაზარდეს. ამ ეპიზოდიდან 5 წუთში, საქართველოს ნაკრებმა ერთი ბურთი გაქვითა - რონინიოს გადაცემის შემდეგ გოლი სებისკვერაძემ გაიტანა. 

კიდევ ორი წუთი და ქართველებმა ანგარიში გაათანაბრეს! თალესის საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ბურთი ირაკლი თოდუას მიუვიდა, რომელიც კარგად გაერკვა ვითარებაში და მეორედ აიღო ესპანელთა კარი. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ანგარიში ვერ შეინარჩუნა და მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, დაცვაში დაშვებული უხეში შეცდომის შემდეგ, მესამე გოლი გაუშვა.

საქართველოს ნაკრებს ორი მატჩის შემდეგ 3 ქულა აქვს და განაგრძობს ბრძოლას მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. წინ დასკვნითი მატჩია, სადაც ავთანდილ ასათიანის გუნდი ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველო 2:3 ესპანეთი

გოლები: 0:1 ფერნანი (12), 0:2 რაულ კამპოსი (25), 1:2 სებისკვერაძე (30), 2:2 თოდუა (32), 2:3 ტოლრა (36).

კომენტარები

ბოლო ამბები