Thumbnail

სამი ოქრო და რეკორდები საქართველოს! პლესნოი ევროპის ჩემპიონია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ანტონ პლესნოიმ ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა
  • მან სამი ოქროს მედალი მოიპოვა და რეკორდსმენი გახდა

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრი ანტონ პლესნოი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.

პლესნოიმ სამი ოქროს მედლის მოპოვება შეძლო და სამივე დისციპლინაში ჩემპიონობა იზეიმა! მან ჯერ ატაცში 168/173 დაძლია და შემდეგ აკვრაშიც საუკეთესო შედეგი აჩვენა - 200/208/215 კილოგრამი დაიმორჩილა და ორივე დისციპლინაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა! 

ანტონ პლესნოიმ ასევე ოქროს მედლით დაასრულა ორჭიდიც - ჯამში 388 კილოგრამი! რაც ყველაზე საინტერესოა, პლესნოიმ სამივე დისციპლინაში ევროპის რეკორდი დაამყარა!

შეგახსენებთ, რომ დღეს ქართველი ძალოსანი რევაზ დავითაძე (89 კგ.) 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა. დავითაძე ტურნირის ფავორიტთა შორის იყო და საბოლოოდ, იმედებიც გაამართლა, უკეთესი შედეგის ჩვენებაში კი ხელი ფეხის ტრავმამ შეუშალა, რომელიც უშუალოდ ასპარეზობისას მიიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები