Thumbnail

ტიტეს 23 კაცი - ბრაზილია არგენტინას ნეიმარის გარეშე შეხვდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა
  • სელესაოს არგენტინასთან ნეიმარი არ ეყოლება

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე არგენტინასთან (15 ნოემბერს) და სამხრეთ კორეასთან (19 ნოემბერს) გასამართი ტესტ-მატჩებისთვის ნეიმარის გამოძახებას აპირებდა, მაგრამ დარწმუნდა რა, რომ პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს, საბოლოოდ მასზე უარი თქვა.

ნეიმარმა ტრავმა ნიგერიასთან მატჩში მიიღო

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ნეიმარმა ტრავმა სწორედ ‘სელესაოში’, 13 ოქტომბერს, ნიგერიასთან მატჩის დროს მიიღო. პარიზული კლუბის სამედიცინო შტაბმა მას ერთთვიანი პაუზა გამოუწერა, მაგრამ როგორც ჩანს, ნეიმარი 15 ნოემბრამდე ვერ გამოჯანმრთელდება.

ტიტეს 23-კაციანი სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: ალისონი (ლივერპული), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), დანიელ ფუსატო (რომა)

მცველები: დანილო (იუვენტუსი), ფელიპე (ატლეტიკო), ალექს სანდრო (იუვენტუსი), რენან ლოდი (ატლეტიკო), მარკინიოსი (პსჟ), ემერსონი (ბეტისი), ტიაგო სილვა (პსჟ), ედერ მილიტაო (რეალი).

ნახევარმცველები: არტური (ბარსელონა), კაზემირო (რეალი), ფაბინიო (ლივერპული), ლუკას პაკეტა (მილანი), დუგლას ლუისი (ასტონ ვილა), ფილიპე კოუტინიო (ბაიერნი), ვილიანი (ჩელსი).

თავდამსხმელები: დავიდ ნერეში (აიაქსი), რობერტო ფირმინო (ლივერპული), გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), რიშარლისონი (ევერტონი), როდრიგო (რეალი).

კომენტარები

ბოლო ამბები