Thumbnail
  • 📅 26 ოქტომბერი | ⌚ 17:30 | ⚽ შალკე V დორტმუნდი
  • ბუნდესლიგის მე-9 ტურის მთავარი მატჩი რურის დიდი დერბია
  • გერმანიაში ამბობენ, რომ დორტმუნდის მწვრთნელის ბედს ეს თამაში გადაწყვეტს

როცა მიუნხენის ბაიერნი მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას, ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში ასეთი ამბებია ხოლმე: 8 ტურის შემდეგ, ლიდერი მიონხენგლადბახის ბორუსიაა16 ქულით. მე-9 ადგილზე მყოფ ლევერკუზენს კი 14 ქულა აქვს. დააკვირდით: პირველიდან მე-9 ადგილის ჩათვლით, გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ და მხოლოდ 2 ქულაა!

მე-9 ტურში ბავარიულ გრანდს (15 ქულა) ბერლინის უნიონთან ექნება საქმე, ტურის ცენტრალური მატჩი კი გელზენკირხენში გაიმართება: შალკე რურის რიგით 94-ე დიდ დერბიში დორტმუნდის ბორუსიას მასპინძლობს.

შალკე ამ სეზონში კარგი სტარტი აიღო და წინა ტურში გალიდერების შანსიც ჰქონდა, მაგრამ გელზენკირხენელები ჰოფენჰაიმთან 0:2 დამარცხდნენ. დორტმუნდის წინააღმდეგ შალკე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მოტივაციით ითამაშებს - დავიდ ვაგნერის გუნდს საუკეთესო ოთხეულში სურს თავის დამკვიდრება. დორტმუნდელებს გაცილებით დიდი მიზნები აქვთ, თუმცა ბორუსია ამ სეზონში იმედებს ჯერჯერობით ვერ ამართლებს. გერმანული სპორტული მედია აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ BVB-ს ხელმძღვანელები მწვრთნელის შეცვლაზე ფიქრობენ. მეტიც: შესაძლოა, ლუსიენ ფავრისთვის შალკესთან დერბი გადამწყვეტიც კი იყოს.

დერბის შემდეგ დორტმუნდს ურთულესი თამაშები ელოდება - ბუნდესლიგაში ვოლფსბურგთან და ბაიერნთან, გერმანიის თასზე გლადბახთან და ჩემპიონთა ლიგაში ისევ ინტერთან.

რურის დიდი დერბის ბალანსი ასეთია: 32 მატჩი შალკეს აქვს მოგებული, 29 ფრედ დასრულდა, 33 კი ბორუსიამ მოიგო. ამრიგად, შალკეს გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერი გათანაბრდება.

საინტერესო ფაქტები

⚽ შალკე (4 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება) დორტმუნდის ბორუსიას სეზონის პირველ რურის დიდ დერბიში უმასპინძლებს.

⚽ გელზენკირხენულმა კლუბმა ზედიზედ ორი მატჩის მოგება ვერ შეძლო (ფრე კიოლნთან, წაგება ჰოფენჰაიმთან), თუმცა მანამდე შალკეს ზედიზედ 4 მატჩი ჰქონდა მოგებული. ჰოფესთან მარცხი შალკესთვის პირველი წაგება იყო ბოლო 6 მატჩში.

⚽ დორტმუნდი ბუნდესლიგის ბოლო 5 თამაშში მინიმუმ ერთ გოლს უშვებდა, თუმცა ბორუსიას ამ სეზონში საშუალოდ ერთ მატჩში 2,75 გოლი გააქვს.

⚽ დორტმუნდი 8 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-4 ადგილზეა და ეს ბორუსიასთვის ყველაზე ცუდი სტარტია 2016/2017 წლების სეზონის შემდეგ - მიუხედავად იმისა, რომ BVB-ს ბუნდესლიგაში 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. 

⚽ დორტმუნდს ბუნდესლიგაში სტუმრად 3-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ამ სეზონში გასვლაზე მხოლოდ პირველი თამაში მოიგო - 3:1 კიოლნში, 23 აგვისტოს.

⚽ დორტმუნდის გასვლით მატჩებში ამ სეზონში საშუალოდ 4 გოლი გადის.

⚽ დორტმუნდის ოთხივე გასვლით მატჩში ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ შალკეს ამინ ჰარიტმა ამ სეზონში 4 გოლის გატანა შეძლო და როცა მაქს გააქვს, შალკე იგებს (3 ასეთი მატჩი).

⚽ შალკეს ბუნდესლიგის საშინაო მატჩებში ამ სეზონში სულ 6 გოლი აქვს გატანილი და აქედან 2 ავტოგოლი იყო.

⚽ გელზენკირხენში ჩატარებული ბოლო 13 დერბიდან 12-ში ორივე გუნდმა გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

შალკე (4-1-2-1-2): ნიუბელი - კენი, სტამბული, სანე, ოჩიპკა - მასკარელი - კალიჯური, შიოპფი - ჰარიტი - კუტუჩუ, ბურგშტალერი.

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - პიშჩეკი, ვაიგლი, ჰუმელსი, შულცი - ვიტსელი, დილეინი - სანჩო, როისი, თ. აზარი - ბრანდტი.

კომენტარები

ბოლო ამბები