Thumbnail
  • ლუკა მაისურაძემ ფინალამდე ხუთ მეტოქეს აჯობა
  • ახალგაზრდა ქართველ ძიუდოისტს წარმატებული სეზონი აქვს

21 წლის ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე (81 კგ.) არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემის ვერცხლის მედალოსანი გახდა.

ქართველი ტალანტი ფინალში სამხრეთკორეელ მუნ ჯინ ლის გაეჯიბრა და ვაზარიზე 2-ჯერ დაეცა.

ლუკა მაისურაძის მარცხი აბუ დაბის გრანდ სლემის ფინალში

ლუკა მაისურაძის მარცხი აბუ დაბის გრანდ სლემის ფინალში

Posted by Silk Sport on პარასკევი, 25 ოქტომბერი, 2019

შეგახსენებთ, რომ მაისურაძე გრანდ სლემში პირველი წრიდან ჩაერთო, სადაც ბელარუსი იუსუპ ბეკმურზაევი დააიპონა, შემდეგ კი, მიყოლებით აჯობა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ სტუარტ მაკვოტს, იტალიელ კრისტიან პარლატის, ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტს და კანადელ ანტუან ვალუა-ფორტიეს.

სათქმელია ისიც, რომ ლუკას დამატებითი დრო მხოლოდ გამოცდილ ჰოლანდიელთან დასჭირდა, რომელიც თბილისის გრან პრის მოქმედი ჩემპიონია.

ლუკა მაისურაძე არაბულ სამოსში

ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტისთვის 2019 წელი უდავოდ წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ. მაისურაძემ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, ანტალიის გრან პრიზე ოქრო მოიპოვა, ახლა კი, თავი გრანდ სლემზეც გამოიჩინა.

აბუ დაბიში მიმდინარე შეჯიბრი ხვალ დასრულდება, ტატამზე კი კიდევ სამ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. ესენი გიორგი პაპუნაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი (ორივე – 90 კგ.) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ.) არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები