Thumbnail

ჩაკვეტაძის ახალი კონტრაქტი - გიორგიმ გენტთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა

  • 20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კონტრაქტის ვადა 2023 წლის ივნისამდე გაზარდა
  • გიორგი ჩაკვეტაძემ ოპერაცია მაისში გაიკეთა და სარეაბილიტაციო კურსს გადის

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიურ გენტთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა. 20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კონტრაქტის ვადა 2023 წლის ივნისამდე გაზარდა. კონტრაქტის ფინანსური მხარე და სხვა დეტალები არ ხმაურდება.

ეს ინფორმაცია გენტმა ოფიციალურ ვებგვერდზე დაადასტურა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩაკვეტაძემ კლუბთან ხელშეკრულება მეორედ გაახანგრძლივა. გიორგი დიდი ხანია სარეაბილიტაციო კურსს გადის და თამაში არ უწევს, ბოლო ინფორმაციით კი მოედანს დეკემბერში დაუბრუნდება. ქართველმა ფეხბურთელმა მუხლზე ოპერაცია მაისში გაიკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები