Thumbnail

ხელბურთი | თელავი საინტერესო მატჩების მოლოდინში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ხელბურთის ჩემპიონატი 2004-2005 წლებში დაბადებულ გოგონებს შორის
  • სატურნირო ცხრილში დაძაბული ვითარებაა, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა

თელავში მიმდინარეობს საქართველოს ხელბურთის ჩემპიონატი 2004-2005 წლებში დაბადებულ გოგონებს შორის. 26 ოქტომბერს, თამაზ ანთაძის სახელობის არენაზე მორიგი ტურის მატჩები გაიმართება:

12:00 პეგასი - თელავი
13:00 გორი - ყვარელი
14:00 მამული - თელავი
15:00 ქარიშხალა - პეგასი

ჩემპიონატი საინტერესოდ მიმდინარეობს, კონკურენცია კი მაღალია. სატურნირო ცხრილს 6-6 ქულით ერთბაშად სამი გუნდი ლიდერობს: ყვარელი, სამტრედია და ტყიბული. შემდეგ 4-4 ქულით მოდიან ბათუმი, ფოთი, ქარიშხალა და მამული. 2 ქულა აქვს პეგასს, ჯერჯერობით უქულოდ კი 5 გუნდია: ქუთაისი, გორი, წყალტუბო, თელავი და აჭარა. ყველაზე დიდ ინტერესს ლიდერის, ყვარელის თამაში იწვევს, რომელსაც 3 მატჩიდან 3 მოგება აქვს, 104 გატანილი და 52 გაშვებული გოლით. ჩემპიონატი სულ 24 ტურისგან შედგება და ყველაფერი წინაა.

კომენტარები

ბოლო ამბები