Thumbnail

ფინალი აბუ დაბიში – ქართველმა ტალანტმა გრანდ სლემზე გაიბრწყინა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლუკა მაისურაძემ დილის სესიაში 5 მეტოქე დაამარცხა
  • ქართველი ოქროს მედლისთვის სამხრეთკორეელ ძიუდოისტს შეერკინება 

21 წლის ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე (81 კგ.) არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემის ფინალში გავიდა და საღამოს სესიაში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

Luka MAISURADZE (GEO) V Christian PARLATI (ITA) | Grand-Slam Abu Dhabi 2019

ლუკა მაისურაძე (საქართველო) V კრისტიან პარლატი (იტალია) | აბუ-დაბის გრან-სლემი 2019, მესამე წრე

Posted by ძიუდოს დღიურები / Judo Diaries on პარასკევი, 25 ოქტომბერი, 2019

ქართველმა ტალანტმა დღეს 5 ორთაბრძოლა ჩაატარა და ერთის გარდა, ყველა შემთხვევაში, მეტოქეებს საქმე ვადაზე ადრე მოუთავა.

ლუკამ ბელარუსი იუსუპ ბეკმურზაევი 50 წამში დააიპონა, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ სტუარტ მაკვოტთან ვაზარები გაცვალა, შემდეგ კი, მე-3 შიდო აჰკიდა.

Frank DE WIT (NED) V Luka MAISURADZE (GEO) | Grand-Slam Abu Dhabi 2019

ფრანკ დე ვიტი (ჰოლანდია) V ლუკა მაისურაძე (საქართველო) | აბუ-დაბის გრან-სლემი 2019, მეოთხედფინალი

Posted by ძიუდოს დღიურები / Judo Diaries on პარასკევი, 25 ოქტომბერი, 2019

ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში იპონზე იტალიელი კრისტიან პარლატი დასცა, მეოთხედფინალში თბილისის გრან პრის წლევანდელ გამარჯვებულ ფრან დე ვიტს (ჰოლანდია) დამატებით დროში აჯობა, ნახევარფინალში კი კანადელი ანტუან ვალუა-ფორტიე ასევე იპონით დაჯაბნა.

Luka MAISURADZE (GEO) V Antoine VALOIS-FORTIER (CAN) | Grand-Slam Abu Dhabi 2019

ლუკა მაისურაძე (საქართველო) V ანტუან ვალუა-ფორტიე (კანადა) | აბუ-დაბის გრან-სლემი 2019, ნახევარფინალი

Posted by ძიუდოს დღიურები / Judo Diaries on პარასკევი, 25 ოქტომბერი, 2019

გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ლუკას მეტოქე სამხრეთკორეელი მუნ ჯინ ლი იქნება, რომელმაც გზიდან მოლდოველი დორინ გოტონოაგა, ბელარუსი იუნუს იუნუს ბეკმურზაევი, შვედი რობინ პაჩეკი, გერმანელი დომინიკ რესელი და თურქი ვედატ ალბაირაკი ჩამოიცილა.

ამავე წონაში ზებედა რეხვიაშვილმა საწყის რაუნდში ავსტრალიელ ეოინ გუჰლანს 3 შიდო მიაღებინა, შემდეგ კი, ხსენებულ რესელთან იპონით დამარცხდა.

2 ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა 73 კგ-მდე წონით კატეგორიაშიც, სადაც ფრიდონ გოგანმა მხოლოდ სამოელ ვილიამ ტაი ტინს აჯობა, ხოლო რუმინელ ალექსანდრუ რაიკუს ვეღარ გაუმკლავდა. გიორგი ჩიხელიძემ საწყის წრეშივე რუს დენის იარცევთან იპონით წააგო.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები