Thumbnail

2:0 საბერძნეთთან – 17-წლამდელები შესარჩევი ციკლისთვის მზად არიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ჭაბუკებმა მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს
  • საქართველო ჯგუფში პორტუგალიას, უკრაინას და ალბანეთს ეთამაშება

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროშესარჩევი ციკლის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა და საბერძნეთი 2:0 დაამარცხა.

შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა, გიორგი ჩიტაურის გუნდმა კი მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა.

🇬🇪🇬🇷 17-წლამდელებმა ამხანაგურ შეხვედრაში ბერძენი თანატოლები დაამარცხეს.

Posted by Georgian Football Federation on ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი, 2019

თავის გამოჩენა გიორგი გვიშიანმა და ოთარ მამაგეიშვილმა მოახერხეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ასათიანი, ზოსიაშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, აბუაშვილი, გ. მამაგეიშვილი, იობაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: სალუქვაძე, უგრეხელიძე, უბილავა, სიჭინავა, თურაზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქართველი 17-წლამდელები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდისთვის ემზადებიან, სადაც ნაკრებები 13 ოთხგუნდიან ჯგუფში არიან გადანაწილებულნი.

ქართველი ფეხბურთელები მე-8 ჯგუფში მოხვდნენ და 13-19 ნოემბერს პორტუგალიაში ითამაშებენ, მასპინძელთა გარდა კი, მეტოქეებად უკრაინა და ალბანეთი ეყოლებათ.

ტურნირის ფორმატის თანახმად, ელიტ რაუნდში ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო და ოთხიც საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა, ამ 30 ნაკრებს კი, იქ პირდაპირ დაშვებული ესპანეთი და ინგლისი დაემატებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები