Thumbnail

ავთანდილ ასათიანი: ჩემი მწვრთნელობის პერიოდში ასეთი რთული მატჩი არ გვქონია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ფუტსალის ნაკრების მწვრთნელმა პოლონეთთან თამაშზე ისაუბრა
  • საქართველო დღეს ესპანეთს გაეჯიბრება, კვირას კი - ფინეთს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა პოლონეთთან მატჩი (3:2) sbm.ge-სთან შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელები გუშინ მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ჩაებნენ და მასპინძლებთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმეს.

საქართველოს ნაკრები დღეს ძალებს ესპანეთთან მოსინჯავს, 27-ში კი ფინეთს ეთამაშება და კიდევ ერთი მოგების შემთხვევაში, უდიდესი ალბათობით, ელიტ-რაუნდის საგზურს მოიპოვებს. 

ავთანდილ ასათიანი: “მიუხედავად შედეგისა, პირველი ტაიმი მოწინააღმდეგის უპირატესობით ნამდვილად არ წარმართულა. უფრო მეტიც, ვიტყოდი, რომ ბიჭებმა სასწაულად ითამაშეს. მეორე ნახევარში ბურთის ფლობა დავთმეთ, რადგან კონტრშეტევაზე ავაგეთ თამაში. ძალიან ბევრი მომენტიც შევქმენით და ურთულეს მატჩში ვიმარჯვეთ. რაც ნაკრების მწვრთნელი ვარ, საქართველოს ასეთი რთული შეხვედრა ჯერ არ ჰქონია”.

კომენტარები

ბოლო ამბები