Thumbnail

6:1 ოძეკისთან - ტოჩინოშინი ფორმაშია და კიუშუს ბაშოსთვის ემზადება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინის სპარინგი ტაკაიასუსთან
  • 10-24 ნოემბერი: კიუშუს ბაშო  

5-27 ოქტომბერს იაპონიის სხვადასხვა ქალაქში სუმოისტთა საშემოდგომო ტურნე (აკი ჯუნგიო) მიმდინარეობს, რომელიც 28 ოქტომბერს ახალი რეიტინგ-ლისტის გამოქვეყნებით დასრულდება.

ტოჩინოშინი V ტაკაიასუ

წლის უკანასკნელი ბაშოსთვის სხვებთან ერთად ქართველი ოძეკი ტოჩინოშინიც (ლევან გორგაძე) ემზადება.

32 წლის სუმოისტი სწორედ 28-ში დაკარგავს ჩემპიონის (ოძეკი) რანგს და სეკივაკის (სუმოს იერარქიაში მე-3 რანგი იოკოძუნასა და ოძეკის შემდეგ) წოდებას მიიღებს.

კოჩის პრეფექტურის ქალაქ აკიში 1 700 მაყურებელი დაესწრო ტოჩინოშინისა და ოძეკი ტაკაიასუს 7 სპარინგს. ქართველმა სუმოისტმა 6:1 მოიგო. 

25-27 ოქტომბერს "სუმოს ქარავანი" მიჰარაში, ჰიროშიმაში და ფუკუიამაში გაივლის, სადაც აკი ჯუნგიოც დასრულდება.  

შეგახსენებთ, რომ წლის უკანასკნელი, კიუშუს ბაშო 10-24 ნოემბერს ქალაქ ფუკუოკაში გაიმართება.

ტოჩინოშინს 15-დან მინიმუმ 10 ორთაბრძოლის მოგება ესაჭიროება ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად. 

კომენტარები

ბოლო ამბები