Thumbnail

ხელბურთი | ერეკლე არსენაშვილი პორტუგალიაში შეუჩერებელია

  • საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა ბოლო 2 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა
  • პორტუგალიის ჩემპიონატში არსენაშვილის ანგარიშზე 9 მატჩი და 30 გოლია

საქართველოს ნაკრების ხელბურთელი ერეკლე არსენაშვილი წარმატებით გამოდის პორტუგალიის ჩემპიონატში. ბოლო ტურში, მისმა ბრაგამ 32-29 დაამარცხა ბოავიშტა და საჩემპიონო პლეიოფში გამსვლელ მე-6 ადგილზეა.

არსენაშვილმა ამ მატჩში 5 გოლი გაიტანა, ისევე როგორც წინა შეხვედრაში, სტუმრად მადეირასთან, სადაც მისი კლუბი 23-25 დამარცხდა. სულ ქართველს 9 მატჩში 30 გოლი აქვს. გარდა ამისა,, ერეკლე მოწინავეთა შორისაა მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით.

ხელბურთში ამ მაჩვენებელს მხოლოდ პორტუგალიის ჩემპიონატში ითვლიან. 9 ტურის შემდეგ, ერეკლეს ჯამური კოეფიცინტია 37.20, რაც საუკეთესო შედეგია ბრაგას მოთამაშეებს შორის. არსენიშვილი თავის პოზიციაზე, ხაზის მოთამაშეებში მეხუთეა, ხოლო მთელ ჩემპიონატში მე-16 შედეგი აქვს.

პორტუგალიის ჩემპიონატი ერთ კვირაში, სანაკრებო კვირეულის შემდეგ განახლდება. ნაკრების შეკრებაზეა არსენაშვილიც. საქართველოს ეროვნული გუნდი, რომელსაც იანვარში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირები აქვს, 25 და 26 ოქტომბერს ორ ამხანაგურ მატჩშს გამართავს სკოპიეში, მაკედონიის წინააღმდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები