Thumbnail
  • ბასკონიას ბერძნულ გრანდთან პრინციპული მატჩი ელის
  • თორნიკე შენგელიას გუნდს სამ ტურში მხოლოდ ერთი მოგება აქვს

საკალათბურთო ევროლიგის მე-4 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ესპანეთში შედგება, სადაც თორნიკე შენგელიას ბასკონია ტურნირის სამგზის გამარჯვებულ ოლიმპიაკოსს უმასპინძლებს.

ამ დროისთვის, გუნდებს მხოლოდ თითო გამარჯვება აქვთ, ამდენად, სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებისთვის მაქსიმუმს გაიღებენ. პირეოსელებთან მატჩის წინ კომენტარი სწორედ ბასკონიელთა ქართველმა კაპიტანმა გააკეთა.

“ევროლიგის სტარტზე ზედიზედ 3 მატჩი სტუმრად ჩავატარეთ, ახლა კი, შინ ვითამაშებთ და ჩვენი ქომაგის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. მჯერა, რომ პრინციპულ მეტოქესთან თამაშზე დარბაზი გაივსება.

ამ სეზონისთვის ბასკონიაში ბევრი ცვლილება მოხდა და კიდევ გარკვეული დრო გვჭირდება, რათა სასურველ შედეგებამდე მივიდეთ. ბიჭებს ოსტატობა ნამდვილად არ აკლიათ, მთავარია, კომბინაციები მალე დავხვეწოთ და შევთამაშდეთ.

დაცვაში თამაში უნდა გამოვასწოროთ, რადგანაც წარმატებაზე ფიქრი სწორედ აქედან იწყება. ამას განსაკუთებით დიდი მნიშვნელობა აქვს ოლიმპიაკოსთან, რომელიც გამოცდილი გუნდია და 40 წუთის განმავლობაში დაძაბულობაში გამყოფებს.

შესაბამის განწყობაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. შესაძლოა, ზედიზედ ორმა-სამმა ეფექტურმა შეტევამ მთელი თამაშის მიმდინარეობა შეცვალოს”.

ბასკონიას და ოლიმპიაკოსის მატჩი 25 ოქტომბერს გახლავთ დაგეგმილი და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

გამოკითხვა

ვინ გახდება გამარჯვებული?

  • ფენერბაჰჩე
  • რეალ მადრიდი
  • ბარსელონა
  • ცსკა

კომენტარები

ბოლო ამბები