Thumbnail

გენტი გენკის ნაცვლად - ლივერპულელ ქომაგებს ბელგიაში ქალაქები აერიათ

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ინგლისელი გულშემატკივრები ბელგიაში 'დაიკარგნენ'
  • გენტი ინგლისელ ფანებს სოციალურ მედიაში გამოეხმაურა და ევროპალიგაზე დაპატიჟა

23 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ბელგიაში ქალაქ გენკში ადგილობრივი გუნდი ლივერპულს ეთამაშა. თამაში ინგლისელების უპირატესობით წარიმართა და კომფორტული სხვაობითაც იმარჯვეს (4:1). მერსისაიდულმა კლუბმა ამ გამარჯვების შემდეგ ჯგუფში 6 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა. 

თამაშის შემდეგ გავრცელდა ორი ლივერპულელი ქომაგის ფოტო, რომლებსაც ქალაქები აერიათ. ისინი მატჩის საყურებლად გენკის ნაცვლად გენტში ჩავიდნენ. შეცდომა თამაშამდე ნახევარი საათით ადრე შეამჩნიეს, გზა კი ამ ორ ქალაქს შორის კი 2 საათიანია. გულშემატკივრებმა თამაშის ყურება ადგილობრივ ირლანდიურ პაბში გადაწყვიტეს. 

შემთხვევას საფეხბურთო კლუბი გენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. კლუბმა (იმ შემთხვევაში თუ ისინი კვლავ ქალაქ გენტში იმყოფებიან) ქომაგები ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე დაპატიჟა, რომელიც გენტსა და ვოლფსბურგს შორის უნდა გაიმართოს.

კომენტარები

ბოლო ამბები