Thumbnail

გუჯეჯიანი ლიდერებს ასვენებს – ევროპის ჩემპიონატზე გადახალისებული გუნდით

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ევროპირველობას 1-3 ნოემბერს რუსეთი უმასპინძლებს
  • ტატამზე რამდენიმე ტიტულოვან ძიუდოისტს ვერ ვიხილავთ

საქართველოს 23 წლამდე ძიუდოისტთა ნაკრების თავკაცმა ლაშა გუჯეჯიანმა ევროპის ჩემპიონატისთვის გადახალისებული შემადგენლობა დაასახელა.

მომავალ შეჯიბრს, რომელიც 1-3 ნოემბერს რუსეთის ქალაქ იჟევსკში გაიმართება, რამდენიმე ცნობილი სახე გამოტოვებს. ესენი ლუკა მაისურაძე, ბაგრატ ნინიაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური და გელა ზაალიშვილი არიან.

სამაგიეროდ, ტატამზე ვიხილავთ თემურ ნოზაძეს, ჯაბა პაპინაშვილს, გიორგი თუთაშვილს, ლუკა კაპანაძეს, ვლადიმერ ახალკაცს, მიხეილ ბექაურს, იმედა გოგოლაძეს, ონისე სანებლიძეს და ილია სულამანიძეს.

გუჯეჯიანის აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:

1. დატვირთული სეზონის შემდეგ სპორტსმენებს ესაჭიროებათ ძალების აღდგენა.

2. ეს ტაიმაუტი და შესაბამისად, სპეციალური მომზადება მიმართული იქნება საქართველოს ჩემპიონატის და სალიცენზიო ტურნირებისკენ “გამოწვევა 2020“ პროგრამის ფარგლებში.

3. თავის გამოჩენის საშუალება ეძლევათ ნაკრების სხვა წევრებს, რაც თავის მხრივ, გაზრდის კვალიფიციურ და გამოცდილ ძიუდოისტთა კონტინგენტს.

კომენტარები

ბოლო ამბები