Thumbnail
  • ქართველი 17-წლამდელები ბერძნებს ხვალ უმასპინძლებენ
  • გიორგი ჩიტაურის გუნდი საკვალიფიკაციო თამაშებისთვის ემზადება

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 24 ოქტომბერს საბერძნეთთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. შეხვედრა მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.

გიორგი ჩიტაურის გუნდი უკვე შეკრებაზეა და ბერძნებთან სათამაშოდ ემზადება. მთავარმა მწვრთნელმა 22 ფეხბურთელი გამოიძახა:

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია), დავით ასათიანი (ტორპედო), ნიკოლოზ შურღაია (დინამო თბ);

მცველები: მიხეილ ავალიანი (სფფ აკადემია), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბ), გიორგი ჩხეტიანი (დინამო თბ), გიორგი უბილავა (დინამო თბ), ირაკლი კვაშილავა (საბურთალო), სანდრო ტატიშვილი (სფფ აკადემია), ზურაბ ზოსიაშვილი (სფფ აკადემია);

ნახევარმცველები: გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), ლუკა გაგნიძე (დინამო თბ), ოთარ მამაგეიშვილი (სფფ აკადემია), გიზო მამაგეიშვილი (სფფ აკადემია), ილჩინ მეხტიევი (სფფ აკადემია), გიორგი გვიშიანი (საბურთალო), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბ), ზაურ სიჭინავა (დინამო თბ), შალვა პატაშური (სფფ აკადემია);

თავდამსხმელები: ჯადული იობაშვილი (დინამო თბ), თეიმურაზ თურაზაშვილი (სფფ აკადემია).

შეგახსენებთ, რომ ქართველი 17-წლამდელები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდისთვის ემზადებიან, სადაც ნაკრებები13 ოთხგუნდიან ჯგუფში არიან გადანაწილებულნი.

ქართველი ფეხბურთელები მე-8 ჯგუფში მოხვდნენ და 13-19 ნოემბერს პორტუგალიაში ითამაშებენ, მასპინძელთა გარდა კი, მეტოქეებად უკრაინა და ალბანეთი ეყოლებათ.

ტურნირის ფორმატის თანახმად, ელიტ რაუნდში ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო და ოთხიც საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა, ამ 30 ნაკრებს კი, იქ პირდაპირ დაშვებული ესპანეთი და ინგლისი დაემატებიან.

უშუალოდ ფინალური ეტაპი გაისად 21 მაისიდან 6 ივნისამდე პერიოდში ესტონეთში ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები