Thumbnail

გაცნობის აპლიკაცია? ინტერნეტში პარიზი 2024-ის ემბლემას დასცინიან

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლოგო ბევრს არ მოეწონა
  • სოციალურ ქსელებში პარიზი 2024-ის ემბლემაზე ბევრს წერენ

დიზაინი, როგორც იცით, გემოვნების ამბავია, გემოვნებაზე კი მაინც ყველაზე მეტს დავობენ. 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ლოგო გამოქვეყნდა და მაშინვე სოციალური ქსელების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. 

პარიზი 2024-ის ლოგო ერთ გრაფიკაში გამოხატავს საფრანგეთის ეროვნული სიმბოლო Marianne-ს, ოლიმპიურ ცეცხლსა და ოქროს მედალს. ამასთან, დიზაინერების განცხადებით, ლოგოზე მუშაობისას მნიშვნელოვანი დეტალი იყო ის, რომ 1900 წელს, პარიზში გამართულ ოლიმპიურ თამაშებში პირველად მიიღეს მონაწილეობა ქალებმა.

მომხმარებლები, რომლებიც სოციალურ ქსელებში პარიზი 2024-ის ლოგოს დასცინიან, ამ ისტორიულ კონტექსტს ნაკლებად ხედავენ. ‘ტვიტერში’ და ‘ფეისბუქზე’ მომხმარებლები წერენ, რომ ეს ლოგო გაცნობის ცნობილი აპლიკაციის, Tinder-ის ლოგოს შეცვლილი ვერსიაა.

ზოგიერთი იუზერი 2024 წლის ოლიმპიადის ლოგოს Skype-ის Emo-Emoji-ს ამსგავსებს, სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ეს სილამაზის სალონისთვის ზედგამოჭრილი ლოგოა.

ცხადია, გაჩნდა პოსტები იმის შესახებაც, რომ სიმპსონებმა ისევ რაღაც იწინასწარმეტყველეს (ოღონდ, ამის დასაჯერებლად დიდი მონდომებაა საჭირო).

მომხმარებლების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ძველი ლოგო ეიფელის კოშკის დიზაინითა და რიცხვი 24-ით, რომლითაც პარიზი ოლიმპიადის მიღებისთვის იბრძოდა, გაცილებით უკეთესი იყო…

 

კომენტარები

ბოლო ამბები