Thumbnail

ჯენოას ახალი მწვრთნელი ჰყავს! ანდრეაცოლი მოტამ შეცვალა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჯენოა სერია A-ში მე-19 ადგილზეა
  • გენუელებმა მწვრთნელი შეცვალეს

იტალიურმა ჯენოამ სერია A-ს ახალი სეზონი საშინლად დაიწყო და კლუბის ხელმძღვანელებიც შესაბამისად მოიქცნენ: მათ გუნდის მთავარი მწვრთნელი აურელიო ანდრეაცოლი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, 37 წლის ტიაგო მოტა დანიშნეს.

8 ტურის შემდეგ, ჯენოას მხოლოდ 5 ქულა აქვს, გასულ კვირას კი პარმასთან 1:5 განადგურდა. შეგახსენებთ, რომ მანამდე სერია A-ში მწვრთნელები სამპდორიამ და მილანმაც შეცვალეს.

ტიაგო მოტას სამწვრთნელო კარიერაში ჯერ დიდი გამოცდილება არ აქვს. ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი ჯენოამდე პარი სენ-ჟერმენში მუშაობდა, სადაც 19-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა. წარმოშობით ბრაზილიელი, რომელიც იტალიის მოქალაქეა, ჯენოაში 2007/2008 წლების სეზონში თამაშობდა (27 მატჩი), რის შემდეგაც მილანის ინტერში გადავიდა. იტალიის ნაკრებში მოტას 30 მატჩი აქვს ჩატარებული.

ტიაგო მოტას დებიუტი ჯენოას მთავარი მწვრთნელის რანგში, 26 ოქტომბერს, ბრეშასთან საშინაო მატჩში შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები