Thumbnail
  • ჟურნალ ‘შპორტ ბილდის’ ახალი ნომრის მთავარი თემა ჟოზე მოურინიოა
  • გერმანული გამოცემის ინფორმაციით, პორტუგალიელი დორტმუნდში დანიშვნის კანდიდატია
SPORT BILD-ის ახალი ნომრის პირველი გვერდი

გერმანული სპორტული ჟურნალი SPORT BILD ახალ ნომერში წერს, რომ დიდი შანსია, ჟოზე მოურინიომ მართლაც დაიწყოს მუშაობა ბუნდესლიგაში, ოღონდ არა მიუნხენის ბაიერნში!

ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, 56 წლის პორტუგალიელის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას დორტმუნდის ბორუსიას ხელმძღვანელები განიხილავენ. მართალია, BVB-ს ამჟამინდელ დამრიგებელ ლუსიენ ფავრს კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ დორტმუნდის გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე მისი მუშაობით ბოლომდე კმაყოფილი არ არის.

ბორუსია გერმანიის ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა და გლადბახთან მოგებამდე (1:0) ზედიზედ სამი ფრე ითამაშა (აინტრახტთან, ვერდერთან და ფრაიბურგთან). მანამდე, ბორუსია ბერლინის უნიონთან დამარცხდა. ასეთი შედეგები კლუბის ხელმძღვანელებისთვის მიუღებელია. 

SPORT BILD წერს, რომ ვატცკეს მუდმივად აქვს კონტაქტი მოურინიოსთან. ისინი მეგობრები არიან. ამასთან, ცნობილია, რომ ჟოზე გერმანულ ენას სწავლობს. ახლო წარსულში მოურინიოს სწორედ SPORT BILD-თან ინტერვიუში აქვს ნათქვამი, რომ დორტმუნდის ბორუსია ძალიან მოსწონს.

მოურინიო და ვატცკე მეგობრები არიან

მანჩესტერ იუნაიტედში ჟოზეს ხელფასი წელიწადში 17 მილიონი ევრო იყო. ცხადია, რომ დორტმუნდში ამდენს ვერ გადაუხდიან. შეგახსენებთ, რომ ესპანური სპორტული პრესა მოურინიოს მადრიდის რეალში დაბრუნებას წინასწარმეტყველებს.

📌 P.S. დღეს, დორტმუნდის ბორუსია ჩემპიონთა ლიგაში მილანის ინტერს სტუმრობს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ინტერი
  • ფრე
  • დორტმუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები