Thumbnail
  • მორნარ ბარი 74:81 ტენერიფე
  • პულენის 18 ქულა, შერმადინის 19

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში გიორგი შერმადინის ტენერიფემ მონტენეგროს მორნარ ბარს სტუმრად 81:74 მოუგო. ისევე, როგორც პირველ ტურში ახლაც გაიბრწყინა ქართველმა ცენტრმა, რომელმაც ესპანურ კლუბს 19 ქულა მოუტანა. 

მასპინძელთა რიგებში 18 ქულა ჩააგდო საქართველოს ნაკრების ყოფილმა მოთამაშე ჯეიკობ პულენმა. ჩემპიონთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ ესპანურ გუნდს ორი მოგება აქვს და C ჯგუფის ლიდერია, რომელშიც 8 გუნდია. ტენერიფე მომდევნო მატჩს შინ 29 ოქტომბერს ილიას ზუროსის პერისტერისთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები