Thumbnail
  • ატლეტიკო 1:0 ლევერკუზენი
  • შახტარი 2:2 დინამო ზაგრები

ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის მე-3 ტურის მატჩში მადრიდის ატლეტიკომ "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გერმანულ ლევერკუზენს უმასპინძლა და ჩვეული ანგარიშით, 1:0 დაამარცხა მეტოქე. 3 ტურის შემდეგ დიეგო სიმეონეს გუნდს 7 ქულა აქვს, ხოლო ლევერკუზენს - 0. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ინტერი
  • ფრე
  • დორტმუნდი

78-ე წუთზე მატჩის ერთადერთი გოლი 8 წუთის წინ მოედანზე შესულმა ალვარო მორატამ თავით გაიტანა, საგოლე ჩაწოდება რენან ლოდის ანგარიშზეა. 

1:0 მორატა 78'

მატჩი ძალზე მოსაწყენი გამოდგა, საგოლე მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. პირველ ტაიმში ერთადერთ მომენტს თუ გამოვყოფთ, როცა ხოსე ხიმენესმა ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. 

ალვარო მორატამ ბოლო 3 თვეში პირველი გოლი გაიტანა.

C  ჯგუფის მატჩში, შახტარმა ხარკოვში ზაგრების დინამოს უმასპინძლა და 2:2 დაუზავდა. უკრაინელთა რიგებში დავით ხოჭოლავა სათადარიგო იყო და მოედანზე ის არ გამოსულა. ორივე გუნდს 4-4 ქულა აქვს.

ატლეტიკო 1:0 ლევერკუზენი

გოლი: 1:0 მორატა (78)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ტრიპიერი, ხიმენესი (15. ერმოსო), ფელიპე, ლოდი - კოკე (70. მორატა), ერერა, თომასი, საული - ა. კორეა (62. ლემარი), დიეგო კოშტა

ლევერკუზენი (4-4-2): ჰრადეცკი - ვაიზერი, თა, ს. ბენდერი (92. დრაგოვიჩი), ლ. ბენდერი - ბელარაბი, ბაუმგარტლინგერი, დემირბაი (84. არალიო), ამირი - ფოლანდი, ჰავერცი (76. პაულინიო)

შახტარი 2:2 დინამო ზაგრები

გოლები: 1:0 კონოპლიანკა (16), 1:1 ოლმო (25), 1:2 ორშიჩი (60-პენ), 2:2 დოდო (75)

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • სლავია
  • ფრე
  • ბარსელონა

კომენტარები

ბოლო ამბები