Thumbnail

'მაგრად შევცდით!' - კარაგერმა ევრას სუარესის მხარდაჭერის გამო ბოდიში მოუხადა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ინგლისელი ამბობს, რომ 2011 წელს კლუბმა შეცდომა დაუშვა...
  • "თუმცა ახლა რა დამრჩენია?! ბოდიშს ვიხდი, მაგრა შევცდით..."

ლივერპულის ყოფილი მცველმა - ჯეიმი კარგაერმა, პატრის ევრას 2011 წელს ლუის სუარესის მხარდასაჭერი მაისურის ჩაცმის გამო ბოდიში მოუხადა.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ 2011 წელს ენფილდზე ლივერპულის და მანჩესტერ იუნაიტედის შეხვედრაში ურუგვაელმა ფრანგი რასისტულ ნიადაგზე შეურაცხჰყო.

რისთვისას სუარესი ფეხბურთის ასოციაციამ 8 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. სასჯელის გამოტანიდან 1 დღეში, ლივერპულის ფეხბურთელებმა მატჩის წინა ვარჯიშზე სუარესის მხარდასაჭერი მაისურები ჩაიცვეს წარწერით 'Suarez 7'.

კარაგერი ახლა ამბობს, რომ 'ძალიან შეცდნენ' და ბოდიშს იხდის...

ჯეიმი კარაგერი: "რა თქმა უნდა, ძალიან შეგვეშალა. არ მოვიტყუები, რომ მეც გავხდი ამ კამპანიის ნაწილი. არ ვიცი ვის მოაფიქრდა, კენის (დალგლიშს) ალბათ არა. ვფიქრობ, უფრო იმ ფეხბურთელებს, ვინც გასახდელში ლუისთან ახლოს იყვნენ და ძალიან უნდოდათ მეგობრის მხარდაჭერა."

ინგლისელმა ასევე დაამტა, რომ მაშინ ვერ გაბედა ამ ყველაფრისთვის უარი ეთქვა "თუმცა ახლა რა დამრჩენია?! ბოდიშს ვიხდი, მაგრა შევცდით..."

პატრის ევრა: "ძალიან გამიკვირდა, მეთქი რას აკეთებენ?!... ამით ხომ საკუთარ კლუბს ვნებ. გავიგებდი ეს, რომ განაჩენის გამოტანამდე გაეკეთებინათ, მაგრამ შემდეგ გააკეთეს - მხარი დაუჭირეს ტიპს, რომელიც რასისტული შეურაცხყოფის გამო იყო დასჯილი."

კომენტარები

ბოლო ამბები