Thumbnail
  • დომანტას საბონისი 4-წლიან კონტრაქტს დათანხმდა
  • გოგას როლი ამ სეზონში განსაზღვრულია - ის ტერნერსა და საბონისს ჩაენაცვლება

Bleacher Report-ის ინფორმაციით, ინდიანა პეისერსი ლიტველ ფორვარდ დომანტას საბონისს ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა. საბონისი 4 სეზონში 77 მილიონ დოლარს მიიღებს. ბოლო დროს ბევრს წერდნენ, რომ ლიტველი გუნდიდან თებერვალში წავიდოდა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ინდიანა პეისერსი
  • დეტროიტ პისტონსი

ასე რომ, გადაწყვეტილია - ინდიანაში 4 ნომერზე საბონისი ითამაშებს, ხოლო 5-ზე - მაილს ტერნერი. ხოლო გოგა ბითაძე, თუ გაამართლებს, ამ ორის მთავარი შემცვლელი იქნება. 

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინათ, პეისერსმა ტერნერს დაუდო 4-წლიანი კონტრაქტი (72 მილიონი დოლარი). 

"ბითაძის დრაფტის მე-18 ნომრად აყვანა, თითქოს, საბონისის მომავალს ინდიანაში საფრთხეს უქადდა, თუმცა ასე არ მოხდა", - წერს Bleacher Report.

მეტი ამ თემაზე:

გოგამ უკვე ითამაშა ინდიანას შემადგენლობაში მინესოტას წინააღმდეგ წინასასეზონო შეხვედრაში, სადაც 14 ქულით გუნდის ბომბარდირი გახდა. ახლა კი ოფიციალური დებიუტის დროა - ბითაძე 24 ოქტომბერს ზაზა ფაჩულიას კარიერის ბოლო გუნდის, დეტროიტის წინააღმდეგ ითამაშებს. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი

კომენტარები

ბოლო ამბები