Thumbnail
  • 📅 23 ოქტომბერი | ⌚ 23:00 | ⚽ ინტერი V დორტმუნდი | 📺 SILK SPORT UNIVERSAL
  • დორტმუნდს ლიდერი და ბომბარდირი გამოაკლდნენ, ინტერს ნახევარდაცვაში უჭირს

საყოველთაო შეფასებით, F ჯგუფი ყველაზე ძლიერია და მას თამამად შეიძლება ეწოდოს "სიკვდილის ჯგუფი". ბარსელონა და დორტმუნდი 4-4 ქულით ლიდერობენ, ინტერსა და სლავიას თითო ქულა აქვთ. მილანში, "ჯუზეპე მეაცაზე", შესაძლოა, გადამწყვეტი დაპირისპირებაც იყოს იტალიურ და გერმანულ გრანდებს შორის, რომელიც 5 ნოემბერს დორტმუნდში გაგრძელდება.  

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ინტერი
  • ფრე
  • დორტმუნდი
კონტეს შეტევაში ლუკაკუსა და ლაუტაროს დუეტის იმედი აქვს

ანტონიო კონტეს გუნდს აუცილებლად ესაჭიროება გამარჯვება, მაშინ, როცა ლუსიენ ფავრის გუნდისთვის ფრეც არ იქნება ურიგო შედეგი. კონტემ დანილო დ'ამბროზიოს გარეშე უნდა ეცადოს სამი ქულის აღება, რადგან მას ფეხის თითი აქვს მოტეხილი. 

იტალიის ეროვნულ ნაკრებში დაიმტვრა სტეფანო სენსი, რომელიც ასევე ვერ დაეხმარება ინტერს. დაბოლოს, ალექსის სანჩესი გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა. ასე რომ, შეტევაში კონტე რომელუ ლუკაკუსა და ლაუტარო მარტინესის დუეტს დაეყრდნობა. მარჯჯვენა ფრთაზე კი შანსი ანტონიო კანდრევას მიეცემა. 

სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს ლუსიენ ფავრსაც - მას არ ეყოლება განაპირა მცველები ლუკაშ პიშჩეკი და მარსელ შმელცერი. მართალია, მათი ჩანაცვლება ჰაკიმისა და გერეიროს, წესით, არ უნდა გაუჭირდეთ.

როისის არყოფნაში ლიდერობა 19 წლის სანჩომ უნდა იტვირთოს

აი, გუნდის ლიდერი მარკო როისი (გრიპი) კი სერიოზული დანაკლისია, რასაც ემატება პაკო ალკასერის შესაძლო არყოფნაც. რომან ბიურკიმ გამოჯანმრთელება კი მოასწრო, მაგრამ კარში უფრო შვეიცარიელ მარვინ ჰიტცს უნდა ველოდოთ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • სლავია
  • ფრე
  • ბარსელონა

მთავარი დუელი: ლუკაკუ V ჰუმელსი

საინტერესოა, როგორ გაუმკლავდება დორტმუნდელთა გამოცდილი ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი ლუკაკუს. ბელგიელს სერია A-ში 8 ტურში 5 გოლი აქვს გატანილი, თუმცა ლიგაზე მას ამ სეზონში ჯერ არ გაუტანია. ჰუმელსი ფანტასტიკურ ფორმაშია, ის ორთაბრძოლების 64%-ს იგებს (74% ჰაერში). 

რაც ბაიერნიდან გადავიდა, ჰუმელსი (მარცხნივ) ფანტასტიკურ ფორმაშია

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - გოდინი, დე ვრეი, შკრინიარი - კანდრევა, ბარელა, ბროზოვიი, ვესინო, ასამოა - ლუკაკუ, ლაუტარო 

დორტმუნდი (4-2-3-1): ჰიტცი - აკანჯი, ჰუმელსი, ვაიგლი, შულცი - დელეინი, ვიტსელი - ტ. აზარი, სანჩო, ჰაკიმი - ბრანდტი 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • აიაქსი
  • ფრე
  • ჩელსი

საინტერესო ფაქტები

⚽ დორტმუნდმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 10 მატჩიდან 7-ში კარი მშრალად შეინახა.

⚽ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 მატჩიდან 6-ში დორტმუნდის მონაწილეობით, 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა. 

⚽ ინტერს ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 6 მატჩია, რაც ვერ მოუგია.

⚽ ეს გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ - ინტერმა 2 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ბურთების შეფარდებაც მის მხარესაა - 8:5.

⚽ ინტერი გერმანულ კლუბებს 35-ჯერ შეხვდა და 15-ჯერ იმარჯვა (14 წაგება).

⚽ ინტერმა გერმანულ კლუბებს ბოლო 6 დაპირისპირება ვერ მოუგო (1 ფრე, 5 წაგება).

⚽ აქსელ ვიტსელი ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე მატჩს თამაშობს.

კომენტარები

ბოლო ამბები