Thumbnail

'ფრთხილად იყოს, სანამ რამეს იტყვის!' - არსენალის კაპიტანი ევრას დაუპირისპირდა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • არსენალმა ბოლო 10 გასვლითი შეხვედრიდან 5 წააგო
  • პატრის ევრამ ლონდონელებს ბავშვები უწოდა
  • ევრას პასუხი გუნდის კაპიტანმა გრანიტ ჯაკამ გასცა

ლონდონის არსენალმა ორშაბათს, სტუმრად შეფილდ იუნაიტედთან გამართული შეხვედრა 0:1 დათმო. უნაი ემერის გაწვრთნილი გუნდი გამარჯვების შემთხვევაში, პრემიერლიგის ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლებდა. “მეთოფეებმა” ბოლო 10 გასვლითი შეხვედრიდან 5 წააგეს. 

არსენალის შესახებ ისაუბრა მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ. მან ლონდონური კლუბი მწვავედ გააკრიტიკა.

'როცა ვან პერსი მანჩესტერში გადმოვიდა, მივედი და ვუთხარი, კეთილი იყოს შენი მობრძანება კაცების გუნდში-მეთქი!'

“10 წლის უკან მე მათ ბავშვებს ვეძახდი. ისინი ახლაც ბავშვები არიან. არსენალს ცუდად არ უთამაშია, თუმცა კლუბს არ ჰყავს მოთამაშე, რომელიც ლიდერის ფუნქციებს იტვირთავს. ფეხბურთელები მენტალურად სუსტები ჩანან. გამიხარდებოდა, თუ არსენალთან თამაში მომიწევდა, რადგან წინასწარ მეცოდინებოდა, რომ გავიმარჯვებდი. როდესაც ვან პერსი მანჩესტერში გადმოვიდა, მასთან მივედი და ვუთხარი, კეთილი იყოს შენი მობრძანება კაცების გუნდში-მეთქი,” - განაცხადა ევრამ.

ევრას პასუხი გასცა არსენალის კაპიტანმა გრანიტ ჯაკამ. 27 წლის შვეიცარიელმა გუნდის მენტალიტეტი დაიცვა.

“მას პატივს ვცემ, რადგან დიდი მოთამაშე იყო, თუმცა ფრთხილად უნდა იყოს, სანამ რამეს იტყვის. გულწრფელად გეტყვით, არ მაინტერესებს ხალხი რას ამბობს. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ გუნდში, რათა ვიმუშაოთ უფრო მეტი და შედეგები გავაუმჯობესოთ. არ უნდა მოვუსმინოთ ამ ადამიანებს,” - განაცხადა ჯაკამ.

არსენალი პრემიერლიგის ცხრილში 9 ტურის შემდეგ, 15 ქულით, მე-5 ადგილზეა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • აიაქსი
  • ფრე
  • ჩელსი

კომენტარები

ბოლო ამბები