Thumbnail

ორივე ქართველი ძირითად ბადეშია – ბოლქვაძემ და შაფათავამ წყვილებშიც იმარჯვეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მარიამ ბოლქვაძე ჩინეთში პირველ ნომრადაა განთესილი
  • სოფიო შაფათავას 'იღბლიანი წაგებულის' სტატუსი ერგო

ქართველი ჩოგბურთელები მარიამ ბოლქვაძე და სოფიო შაფათავა ჩინეთის ქალაქ ნანინგში იმყოფებიან და ძალებს სცდიან საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.

ბოლქვაძე პირველ ნომრადაა განთესილი და საწყის რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე ჩინელ სიია ვეის ეთამაშება.

წყვილთა შეჯიბრში ბოლქვაძემ და ბელარუსმა ირინა შიმანოვიჩმა სამხრეთკორეელი ჯი-ჰეე ჩოი და ტაილანდელი ნუდნიდა ლუანგმანი 6:3, 2:6, 11:9 დაამარცხეს და მეოთხედფინალში ჩინელებს – სიქი ცაოს და დან ნი ვანგს ეთამაშებიან.

სოფიო შაფათავა

მეოთხედფინალში იასპარეზებენ შაფათავა და ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითი, რომელთაც “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძლებს – მეიქი გუოს და მეი ქსუ ვუს 7:6 (8:6), 6:4 სძლიეს.

სოფიო ერთეულთა ტურნირში კვალიფიკაციიდან ჩაერთო, სადაც ჩინელ აი ქი შენს 6:2, 6:3 სძლია, რასაც კიდევ ერთ მასპინძელ ჩან ლიუსთან მარცხი მოჰყვა – 3:6, 4:6.

მიუხედავად ამისა, შაფათავას “იღბლიანი წაგებულის” სტატუსი ერგო და ძირითად ბადეში მაინც გააღწია, სადაც ძალებს პოლონელ ურსულა რადვანსკასთან მოსინჯავს.

კომენტარები

ბოლო ამბები