Thumbnail

ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოზე 5 მედალი მოიპოვა
  • საქართველოს ნაკრებმა 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიგო

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მაროკოს ქალაქ მარაკეშიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველმა ძიუდოისტებმა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვეს: 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

ლიპარტელიანი: ჩემი უმთავრესი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობაა

მარაკეშში ჩემპიონობა ეთერ ლიპარტელიანმა, ვლადიმირ ახალკაცმა და ლაშა ბექაურმა იზეიმეს. ილია სულამანიძე ფინალში იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა. ტატო გრიგალაშვილმა კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ მეტოქეს სძლია.

საქართველს ნაკრებმა თავი გუნდურ ასპარეზობაშიც კარგად წარმოაჩინა. ქართველებმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გერმანიას აჯობეს. ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა დიდი ტურნირებზე უკვე იასპარეზეს. სავარაუდოდ, გუჯეჯიანისა და ბოჭოიძის მიერ გაწვრთნილი ძიუდოისტები სულ მალე დეკემბერში გასამართი საქართველოს ჩემპიონატისთვის დაიწყებენ მზადებას.

კომენტარები

ბოლო ამბები