Thumbnail
  • მხოლოდ ერთი მატჩით - ტორპედოს ფეხბურთელები უბრუნდებიან
  • ქუთაისური გუნდი სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონი ქუთაისის ტორპედოსთვის მძიმე ფინანსური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს, გუნდმა მოახერხა საქართველოს დავით ყიფიანის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლა. 23 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტორპედო საბურთალოს ესტუმრება და შეეცდება, რომ ფინალში გავიდეს.

რამდენიმე დღის წინ, ფინანსური კრიზისის გამო, ტორპედოს ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს და შედეგად, ეროვნული ლიგის ბოლო ტურში ქუთაისურმა გუნდმა ბავშვთა აკადემიის ფეხბურთელებით ითამაშა. ამჯერად, ტორპედო ძირითადი შემადგენლობით ითამაშებს, რის შესახებაც ინფორმაცია ტორპედოს გულშემატკივრებმა გაავრცელეს. აღნიშნული ცნობა ტორპედოს პრესსამსახურმაც დაადასტურა.

ქუთაისური გუნდის გულშემატკივრების განცხადება

მადლობა! მადლობა! მადლობა!!!

“ხვალ, ტორპედოს თბილისში უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს საბურთალოსთან. ხვალ თასის ნახევარფინალია!

ტორპედოს ფეხბურთელების მოთხოვნის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. ფეხბურთელებმა არ ითამაშეს ჩემპიონატის მატჩში და მოედანზე გასვლას არ აპირებდნენ მანამ, სანამ დავალიანება არ იქნება გასტუმრებული.

სრულად ვიზიარებთ ფეხბურთელთა პოზიციას. გვესმის, რომ რთულია ფეხბურთზე იფიქრო, როცა მოედანს იქით მილიონი პრობლემაა. ამიტომ, ამ საკითხში ტორპედოელებს გვერდით დავუდექით!

თუმცა, ხვალ სეზონის მატჩია. ხვალინდელმა დღემ შესაძლოა კლუბის მომავალი რადიკალურად შეცვალოს. ამიტომ, ფანები შევხვდით ფეხბურთელებს, ვისაუბრეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამ კლუბს ჩვენს მეტი პატრონი არ ჰყავს. ისევ ჩვენი, ფანების, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების გადასარჩენია გუნდი.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე კლუბში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა, ფეხბურთელებმა მაინც გაითვალისწინეს ფანების თხოვნა და ხვალ, სეზონის მნიშვნელოვან მატჩში მოედანზე სათამაშოდ მთავარი გუნდი გავა. ტორპედოს ვერ დაეხმარება როინ კვასხვაძე, რომელმაც ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონი ნაადრევად დაასრულა.

რაც არ უნდა მოხდეს ხვალ, როგორც არ უნდა დასრულდეს შეხვედრა, ნებისმიერ შემთხვევაში ფეხბურთელებს ჩვენგან მადლობა ეკუთვნით. მთელი სეზონია ბიჭები ამდენი პრობლემის ფონზე გულშემატკივრის თხოვნებს ითვალისწინებენ და ჩვენთვის მაქსიმუმს აკეთებენ. ზუსტად ვიცით, ადრე თუ გვიან თითოეულ მათგანს დაუფასდება ეს ყველაფერი”.

მადლობა! მადლობა! მადლობა!!! 🙏 ხვალ ტორპედოს თბილისში უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს საბურთალოსთან. ხვალ თასის...

Posted by We Are Torpedo ჩვენ ვართ ტორპედო on სამშაბათი, 22 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები