Thumbnail

მაიკლ ჯორდანი: სტეფ კარის დიდების დარბაზის დონისთვის არ მიუღწევია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლეგენდარულმა კალათბურთელმა თანამედროვეობის ვარსკვლავზე ისაუბრა
  • მაიკლ ჯორდანს NBA-ს საჩემპიონო ბეჭედი 6-ჯერ აქვს მოგებული

ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა აღნიშნა, რომ სტეფ კარის დიდების დარბაზის დონისთვის ჯერ არ მიუღწევია.

ჯორდანი კრეიგ მელვინის გადაცემაში გახლდათ მიწვეული, სადაც სხვებთან ერთად, ასეთი კითხვაც დაუსვეს: კვლავაც თვლის თუ არა, რომ მას, ჰაკიმ ოლაჯუონს, მეჯიქ ჯონსონს, სკოტ პიპენს და ჯეიმს უორსის მოედანზე ვერავინ აჯობებდა.

მაიკლმა მის მიერ გამოთქმული ვარაუდი დაადასტურა, ჟურნალისტი კი ჩაეკითხა: “სტეფ კარის ხომ არ ეწყინება ამ გადაცემას რომ ნახავს?”.

“იმედი მაქვს, არა. ის ჩინებული კალათბურთელია, თუმცა, ჯერჯერობით – არა დიდების დარბაზის დონის”, - უპასუხა ჯორდანმა.

ცნობისთვის, კარის კარიერის საშუალო მაჩვენებლები 23.5 ქულას, 6.6 პასს და 4.5 მოხსნას უტოლდება, ჯორდანმა კი NBA-ში 15-წლიანი კარიერა 6 ჩემპიონობით და “ყველა ვარსკვლავის მატჩში” 14-ჯერ მონაწილეობით დაასრულა. ამასთან, მაიკლი რეგულარული სეზონის უძვირფასესი მოთამაშე 5-ჯერ გამხდარა, ფინალების კი – 6-ჯერ.

კომენტარები

ბოლო ამბები