Thumbnail
  • ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა უკრაინასთან პირველი მატჩი 1:2 წააგო
  • საქართველოს ნაკრებმა ამჯერად განსხვავებული შემადგენლობით ითამაშა

საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა უკრაინასთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ამჯერადაც მარცხი განიცადა. შეგახსენებთ, რომ ზურაბ ხიზანიშვილის შეგირდებმა პირველი თამაში 1:2 წააგეს, ამჯერად კი, სტუმართა უპირატესობა უფრო აშკარა იყო - 0:3.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი პირველი შეხვედრისგან განსხვავებული შემადგენლობით დაიწყო, მეორე ტაიმში კი მწვრთნელებმა განაცხადში მყოფ ყველა ფეხბურთელს მისცეს თამაშის საშუალება.

ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა უკრაინასთან ორივე მატჩი წააგო
📷 | საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

უკრაინელებმა ტაიმი ერთბურთიანი უპირატესობით მოიგეს, შესვენების შემდეგ კი ამას ორი უპასუხო გოლიც დაუმატეს. რამდენიმე მომენტის მიუხედავად, მასპინძლებმა ანგარიშის შეცვლა ვეღარ მოახერხეს.

U16 საქართველოს შემადგენლობა ასეთი იყო: ბერუაშვილი, გეგიაძე, ხიმშიაშვილი, თოდუა, ღურწკაია, გოგებაშვილი, ბართია, ცხოვრებაშვილი, ხაბურზანია, ოჩიგავა, ჭელიშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: მაქაცარია, გაფრინდაშვილი, მორჩილაძე, ბაგრატიონი, ლაცაბიძე, გოჩიაშვილი, ხაბულიანი, შიოლაშვილი, ლაბაძე, სიორდია, ნოზაძე, მიქავა.

კომენტარები

ბოლო ამბები