Thumbnail

ჩაკვეტაძე და ქუთაისის ტორპედო - აინტრახტის აქციონერის ინტერესები

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • კაზიმ არიფოვი ქართულ ფეხბურთს კარგად იცნობს და გეგმებსაც უკავშირებს
  • მან გიორგი ჩაკვეტაძითა და ქუთაისის ტორპედოთი დაინტერესებაზე ისაუბრა

გიორგი ჩაკვეტაძეს გერმანული ბუნდესლიგის გუნდის, ფრანკფურტის აინტრახტის სახით ახალი მსურველი გამოუჩნდა. როგორც კლუბის ერთ-ერთმა აქციონერმა კაზიმ არიფოვმა პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, 20 წლის ქართველი შემტევის მიმართ არაერთი კლუბი იჩენს ინტერესს და მათ შორისაა აინტრახტიც.

არიფოვმა დაამატა, რომ საქართველოში ყოველთვის იყვნენ ნიჭიერი ფეხბურთელები და ერთ-ერთი მათგანია გიორგი ჩაკვეტაძე. აინტრახტის აქციონერი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად ტრავმისა, მის მიმართ ინტერესი არ განელდება.

კაზიმ არიფოვმა პირველ არხს კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გაუმხილა. აინტრახტის აქციონერი ქუთაისის ტორპედოსთან პარტნიორობითაა დაინტერესებული. ბიზნესმენის თქმით, იგი ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკების პროცესშია. კაზიმი კარგად ოცნობს ქართულ ფეხბურთს და ამბობს, რომ ტორპედო დიდი ტრადიციების გუნდია, რომელიც ასეთ მდგომარეობაში არ უნდა იყოს. არიფოვი მიიჩნევს, რომ ტორპედო და ზოგადად, ქართული საკლუბო ფეხბურთი უკეთეს მომავალს იმსახურებს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • გალათასარაი
  • ფრე
  • რეალი

კომენტარები

ბოლო ამბები