Thumbnail
  • გენტმა ბეერსხოტი ამხანაგურ შეხვედრაში გაანადგურა
  • გიორგი ქვილითიას პოკერი, კუბოსა და დომპეს დუბლები

გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძის გენტმა ირაკლი ბუღრიძის ბეერსხოტთან ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქეს რვა უპასუხო გოლი გაუტანა. გიორგი ქვილითაიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და პოკერის შესრულება შეძლო.

ქართველმა შემტევმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა, გიორგიმ 4 წუთში დუბლიც გაიფორმა და 27-ე წუთზე ჰეთ თრიკი შეასრულა. პირველი ტაიმის დასრულებამდე, ქვილითაიამ კიდევ ერთი გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო.

მეორე ტაიმში, თამაში გენტის მეორე თერთმეტეულმა დაიწყო. ბელგიური კლუბის მხრიდან გოლები კუბომ და დომპემ გაიტანეს, რომლებმაც საბოლოოდ დუბლები შეასრულეს. გენტს წინ ევროპალიგის მატჩი ელის. იმედია, გიორგის ვოლფსბურგის წინააღმდეგ სათამაშო დრო მიეცემა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა შემტევმა სანაკრებო პაუზის დროს გიბრალტართანაც გაიტანა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • გალათასარაი
  • ფრე
  • რეალი

კომენტარები

ბოლო ამბები