Thumbnail
  • 📅 22 ოქტომბერი | ⌚ 23:00 | ⚽ გალათასარაი V რეალი | 📺 SILK SPORT UNIVERSAL
  • რეალს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯერ არ მოუგია
  • ზინედინ ზიდანს კიდევ ერთ წარუმატებლობას არ აპატიებენ

ჩემპიონთა ლიგის 2 ტურის თავზე A ჯგუფში უცნაური ვითარებაა შექმნილი. ტურნირის 13-გზის გამარჯვებული მადრიდის რეალი ერთადერთი ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება და მომდევნო რაუნდის მიღმა დარჩენის რეალური საფრთხის ქვეშაა, რაც “სამეფო კლუბის” ქომაგებისთვის სრული კატასტროფა იქნება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • გალათასარაი
  • ფრე
  • რეალი

ზინედინ ზიდანის გუნდს შემდეგი შეხვედრა თურქეთში გალათასარაისთან ელის, სადაც უკანასკნელი 3 მატჩიდან 2 აქვს წაგებული, ამდენად, იოლ გასეირნებას არ უნდა ელოდეს.

არადა, ფრანგი მწვრთნელის გარშემო კარგი ხმები არ ტრიალებს. მაგალითად, “ელ მუნდო დეპორტივო” ამტკიცებს, რომ მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში, ზიზუს კარისკენ მიუთითებენ, მის ადგილს კი ჟოზე მოურინიო ანაც მასიმილიანო ალეგრი დაიკავებს.

მადრიდელთა მდგომარეობას ტრავმების ეპიდემიაც ამძაფრებს. ლაზარეთში იმყოფებიან გარეთ ბეილი, მარკო ასენსიო, ლუკა მოდრიჩი, ნაჩო და ლუკას ვასკესი, ტონი კროოსის თამაში კი საეჭვოა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • სლავია
  • ფრე
  • ბარსელონა

ამ ფონზე ძალიან გასაკვირიც არ ყოფილა, რომ გასულ უქმეებზე რეალმა ლა ლიგაში პირველი მარცხი განიცადა. მადრიდელებმა მალიორკაში უკვე მე-7 წუთზე გაუშვეს და მართალია, ბევრს ეცადნენ, ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხეს.

ამ მატჩში ესპანური გრანდის ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ გამოჩნდა 23 წლის მარჯვენა მცველი ალვარო ოდრიოზოლა, თუმცა, 74-ე წუთზე მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდი კაცნაკლული დატოვა.

მოსალოდნელია, რომ სტამბოლში მის ნაცვლად მოედანზე გამოცდილი დანი კარვახალი გამოჩნდება, უნდა ველოდეთ რაფაელ ვარანის და ედენ აზარის დაბრუნებასაც (ის ლა ლიგის მატჩს მე-4 შვილის შეძენის გამო აკლდა), კარში კი, ტიბო კურტუას ალფონს არეოლა ჩაანაცვლებს.

საინტერესოა, რომ მომავალი მატჩის წინ, მადრიდულმა მარკამ პირველ გვერდზე სწორედ აზარის ფოტო გამოიტანა, წარწერით “ეს ფინალია”. ცხადია, მინიშნება იმაზეა, რომ დიდი ზარზეიმით ნაყიდმა ბელგიელმა ვარსკვლავმა გაცემული ავანსების გამართლება უნდა დაიწყოს, გასულ ექვს მატჩში გატანილი ერთადერთი გოლი კი დამაკმაყოფილებლად ვერ შეფასდება.

აზარის გარდა, რეალს შეტევაში ქარიმ ბენზემას იმედი უნდა ჰქონდეს, რომელმაც გალასთან ბოლო სტუმრობის დროს მასპინძლებს 2 გოლი გაუტანა. ეს, 2013 წლის სექტემბერში მოხდა, როდესაც ესპანელებმა თურქები 6:1 გაანადგურეს, კრიშტიანო რონალდომ კი პოკერი შეასრულა...

მიმდინარე სეზონში გალათასარაის უმთავრესი პრობლემა შეტევას უკავშირდება. ფატიჰ ტერიმის ბიჭებს ეროვნული ჩემპიონატის 8 მატჩში მხოლოდ 9 გოლი აქვთ გატანილი და ამ მაჩვენებლით 18 გუნდიდან მხოლოდ ექვსს სჯობნიან, ჩემპიონთა ლიგაში კი, ბრიუგესთან და პსჟ-სთან მატჩები უგოლოდ დაასრულეს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ატლეტიკო
  • ფრე
  • ლევერკუზენი

აღნიშნულის გათვალისწინებით, დიდი პრობლემა უნდა იყოს წინა ხაზში ტრავმირებული ფორვარდების – რადამელ ფალკაოს და სოფიან ფეგულის შესაძლო არყოფნა. ასევე საეჭვოა მარიო ლემინას თამაშიც, 20 წლის თურქი მცველი ემრე აკბაბა კი მინდორზე ნამდვილად ვერ გავა.

ამგვარად, გალათასარაის იერიშების ლიდერი რუმინეთის ნაკრების თავდამსხმელი ფლორინ ანდონე იქნება, რომელმაც გასულ უქმეებზე სივასპორს 2-ჯერ გაუტანა და ზედიზედ 3 ფრის შემდეგ, გუნდს თურქულ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება მოუტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

გალათასარაი (4-5-1): მუსლერა – ნაგატომო, მარკაო, ლუინდამა, მარიანო – ბაბელი, ბელჰანდა, ნზონზი, სერი, მორი – ანდონე

რეალი (4-4-2): არეოლა – კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო – ხამესი, კროოსი, კაზემირო, ვალვერდე – აზარი, ბენზემა

საინტერესო ფაქტები

⚽ ჩემპიონთა ლიგაში რეალის მონაწილეობით ჩატარებულ ბოლო 36 მატჩიდან 33-ში 2.5 გოლზე მეტი გადიოდა.

⚽ ყველა შეჯიბრზე ერთად აღებული, გალათასარაის და რეალის უკანასკნელ 8 მატჩში 2.5 გოლზე მეტი გადიოდა, აქედან მინიმუმ 2 მადრიდელთა ანგარიშზე იყო.

⚽ გალათასარაის ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან ექვსში გოლი არ გაუტანია და მოგებაც 7 თამაშია არ უზეიმია

⚽ რეალს გალათასარაისთან ჩატარებული უკანასკნელი 7 მატჩიდან 6 მოგებული აქვს.

⚽ გალათასარაის მონაწილეობით ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული ბოლო 7 მატჩში 2.5 გოლზე ნაკლები გადიოდა.

⚽ ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამ მატჩში რეალი მინიმუმ ორ გოლს უშვებდა.

⚽ რეალს ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებში ბოლო 5 გოლი მე-2 ტაიმებში აქვს გატანილი, აქედან, მხოლოდ ერთი – 75-ე წუთის შემდეგ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ინტერი
  • ფრე
  • დორტმუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები