Thumbnail

Riot Games ახალ თამაშზე მუშაობს: ყველაფერი, რაც Project A-ზე ვიცით

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Project A, დეველოპერების განცხადების, CS:GO-ს ჰგავს
  • თამაშზე მეტი ინფორმაცია, სავარაუდოდ, 2020 წლის დასაწყისში გავრცელდება

ცნობილი ონლაინ მულტიფლეიერის, League of Legends-ის ავტორი სტუდია, Riot Games ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც ამავე მულტიფლეიერის სამყაროში განვითარდება. პროექტს, ჯერჯერობით, სიმბოლური სახელით Project A მოიხსეინებენ.

დეველოპერების მიხედვით, თამაში ჯერ განვითარების ადრეულ სტადიაზეა და მის შესახებ მეტ ინფორმაციას 2020 წლის დასაწყისში გააჟღერებენ, თუმცა, უკვე გავრცელდა ვიდეო, რომელიც თამაშის შინაარსზე რამდენიმე მინიშნებას შეიცავს.

League of Legends-ისგან განსხვავებით, Project A-ს თამაშის ავტორები აღწერენ როგორც ''სახალისო, შეჯიბრზე დაფუძნებულ, პერსონაჟებზე ორიენტირებულ შუთერის ჟანრის თამაშს.''

Project A ლიგასთან, შინაარსობრივად არანაირ კავშირში არ იქნება და მასში მოქმედება დედამიწაზე, უახლოეს მომავალში განვითარდება. მის პერსონაჟებს უნიკალური უნარები და უპირატესობები ექნებათ.

გეიმერებმა თამაშის პირველი ვიდეოს ნახვისთანავე ის Blizzard-ის ცნობილ და პოპულარულ მულტიფლეიერს, Overwatch-ს შეადარეს, რომელიც გუნდური, პერსონაჟების უნარებზე აქცენტირებული, პირველი პირის ხედვის კუთხის ონლაინ თამაშია. ამის საპასუხოდ, ''რიოტ გეიმსის'' ვიცე-პრეზიდენტმა, გრეგ სტრიტმა, საკუთარ ტვიტერზე ისაუბრა თამაშებს შორის განსხვავებებზე.
 

''თუმცაღა, ჩვენთვის დიდი პატივია, ''რიოტის'' Project A-სა და Overwatch-ის შედარებები, ეს ორი თამაში ერთსა და იმავე ჟანრს არ განეკუთვნება.'' განაცხადა სტრიტმა. ''Project A ტაქტიკური ჟანრის შუთერია. მოთამაშის სიკვდილის შანსი უფრო დიდია და ''respawn'' მექანიკა არ აქვს. რუკის კონტროლი და მიზნის სიზუსტე ამ თამაშში გადამწყვეტია. ხოლო უნარები მხოლოდ მცირე უპირატესობას განიჭებს.''

თუ გრეგ სტრიტის განცხადება სიმართლეა, Overwatch-სა და Project A-ს მართლაც დიდი არაფერი ჰქონიათ საერთო: Overwatch-ში მოთამაშე ძირითადად საკუთარი უნარების სწორად გამოყენებასა და გმირის მოწინააღმდეგის გუნდის მიხედვით სწორად არჩევაზეა დამოკიდებული. თამაში გუნდურობის დიდ ელემენტსაც შეიცავს. Project A კი, როგორც ჩანს, ''ექშენის'' მაგივრად, სტრატეგიას სწევს წინა პლანზე და თითეული მოთამაშის გადარჩენა, არა მის გუნდზე, არამედ მისსავე მიზანზეა დამოკიდებული.

სტრიტის მიხედვით, Project A უფრო Counter Strike: GO-ს ჰგავს.

სანამ ''რიოტ გეიმსის'' ახალ თამაშზე მეტს გავიგებთ, შეგიძლიათ, გავრცელებული ვიდეო ნახოთ და თავად გადაწყვიტოთ, რომელ თამაშს გაგონებთ Project A.

კომენტარები

ბოლო ამბები