Thumbnail

ახალი კონტრაქტი სტერლინგს? - სიტის ესპანელების ინტერესი აფრთხობს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • სტერლინგი სიტის ყველაზე პროგრესირებადი ფეხბურთელია
  • მის მიმართ ინტერესს რეალი იჩენს
  • სიტი სტერლინგისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს

რაჰიმ სტერლინგი ალბათ ის ფეხბურთელია, რომელმაც პეპ გვარდიოლას ხელში ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა. სტერლინგმა წინა ორ სეზონში გვარდიოლას გუნდში 48 გოლი შეაგდო. წარმატებულია მისთვის ამ სეზონის დასაწყისიც - ინგლისელს 11 თამაშში 9 გოლი აქვს გატანილი.

სტერლინგის პროგრესი სიტის ხელმძღვანელობას შეუმჩნეველი არ დარჩენია - გასული სეზონის დასაწყისში მან 2023 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი და კვირაში 300 ათას გირვანქა სტერლინგს იღებს. 

ახალი კონტრაქტის მიუხედავად სტერლინგის მიმართ ინტერესს რეალ მადრიდი იჩენს. ინგლისური "სანდეი ექსპრესი' და ესპანური 'ელ მუნდო დეპორტივო' თანხმდებიან, რომ სტერლინგი მადრიდის რეალის ინტერესების სფეროშია. ამ ზაფხულს სტერლინგის წარმოამადგენლები მადრიდში რეალის გენერალურ დირექტორს ხოსე მარია სანჩესსაც შეხვდნენ და სტერლინგის კონტრაქტი განიხილეს.

სტერლინგი თავისი მდგომარეობით მანჩესტერში კმაყოფილია და უახლოესი ორი სეზონი, ანუ იქამდე, სანამ გვარდიოლა სიტიში დარჩება, არსად წასვლა არ აპირებს, შემდეგ კი მადრიდში გადასვლის წინააღმდეგი არ არის.

ამავე გამოცემების ცნობით, ეს კარგად იცის სიტის სპორტულმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა და სიტის ბანაკს გადაწყვეტილი აქვს კონტრაქტი სტერლინგთან კიდევ უფრო გაახანგრძლივოს და 50 პროცენტით მოუმატოს ხელფასი. ამის შედეგად, მისი ხელფასი კვირაში 450 ათას გირვანქა სტერლინგამდე გაიზრდება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • მანჩესტერ სიტი
  • ფრე
  • ატალანტა

კომენტარები

ბოლო ამბები