Thumbnail

ბასილაშვილის უკუსვლა რეიტინგში – ქართველს რუსმა და ხორვატმა გადაასწრეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 26-ე ჩოგანი გახდა
  • ქართველი ჩოგბურთელი სიტუაციის გამოსწორებას ვენაში ეცდება

27 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილმა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში მცირე უკუსვლა განიცადა.

ბასილაშვილმა 2 პოზიცია დაკარგა და 1 485 ქულით 26-ე ადგილზე იმყოფება. ნიკას გადასწრება რუსმა ანდრეი რუბლევმა და ხორვატმა მარინ ჩილიჩმა მოახერხეს.

სათქმელია ისიც, რომ ნიკა იმავე რუბლევს, ჩილიჩს, ბორნა ჩორიჩს (ხორვატია) და და ბენუა პერს (საფრანგეთი) არცთუ დიდი სხვაობებით ჩამორჩება, ამდენად, სიტუაციის გამოსწორება უახლოეს ტურნირზევე შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმყოფება და ხვალიდან პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 2 433 810 ევროა. ქართველის პირველი მეტოქე ესპანელი ფერნანდო ვერდასკოა.

კლასიფიკაციის მოწინავე ათეულში ერთადერთი ცვლილება მოხდა და იაპონელმა კეი ნიშიკორიმ რუს კარენ ხაჩანოვს გადაასწრო.

1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი), 2. რაფაელ ნადალი (ესპანეთი), 3. როჯერ ფედერერი (შვეიცარია), 4. დანიილ მედვედევი (რუსეთი), 5. დომინიკ ტიმი (ავსტრია), 6. ალექსანდერ ზვერევი (რუსეთი), 7. სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი), 8. კეი ნიშიკორი (იაპონია), 9. კარენ ხაჩანოვი (რუსეთი), 10. რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები