Thumbnail

ატლეტიკომ თავისი ვარსკვლავი დაკარგა - შეტევაში კრიზისი მწვავდება

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ატლეტიკოს შეტევაში ძალიან უჭირს
  • პორტუგალიელი ვარსკვლავი სამ კვირას გამოტოვებს

ატლეტიკოს შემტევ ხაზში კრიზისი ღრმავდება. მადრიდელებს ლა ლიგას 9 თამაშში მხოლოდ 8 გოლი აქვთ გატანილი. ამ გოლების დიდი ნაწილი სიმეონეს გუნდის პორტუგალიელმა ახალწვეულმა ჟოაო ფელიქსმა შექმნა (3 გოლი და 1 საგოლე პასი). ვალენსიასთან შეხვედრაში (1:1) პორტუგალიელმა ტრავმა მიიღო და ექიმების შეფასებით, ფელიქსი მუხლის მეორე ხარისხის გაჭიმულობის გამო 3 კვირა ვეღარ ითამაშებს.

ჟოაო ფელიქსმა ტრავმა ვალენსიასთან თამაშში მიიღო

19 წლის ვარსკვლავი ატლეტიკოს ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანეს ორ შეხვედრას გამოტოვებს ბაიერ ლევერკუზენის წინააღმდეგ, ასევე ლა ლიგის შეხვედრებს ბილბაოსთან, ალავესთან და სევილიათან. უცნაურია, რომ სიმეონეს ფელიქსის ტრავმის ამბავი, მისივე თქმით, მსაჯმა შეატყობინა.

"თავიდან სერიოზული არაფერი არ ჩანდა, მაგრამ შემდეგ, შესვენებაზე, მსაჯმა მითხრა, რომ მას მუხლი ტკიოდა." - თქვა არგენტინელმა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ატლეტიკო
  • ფრე
  • ლევერკუზენი

კომენტარები

ბოლო ამბები