Thumbnail

'ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მზად არ ვართ!' - გვარდიოლამ სიტის შანსებზე ისაუბრა

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • გვარდიოლა სიტის შანსებს ჩემპიონთა ლიგაზე ფრთხილად აფასებს
  • ესპანელი გაბრიელ ჟეზუშით კმაყოფილია

კრისტალ პალასთან გამარჯვების შემდეგ, მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის წინ, ამ ტურნირზე თავისი გუნდის შანსები შეაფასა. ესპანელი სპეციალისტის აზრით, სიტი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მზად ჯერ კიდევ არ არის. 

"როდესაც ხალხი ჩემპიონთა ლიგაზე ლაპარაკობს, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მზად ჯერ კიდევ არ ვართ... კიდევ ბევრი რამ უნდა გავაუმჯობესოთ," - განაცხადა პეპმა კრისტალ პალასთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მან სიტის ბრაზილიელი ფორვარდი გაბრიელ ჟეზუში შეაქო. ჟეზუში კრისტალ პალასთან აგუეროს ცვლიდა და თავი გოლით გამოიჩინა.

"ჟეზუში ძალიან ახალგაზრდაა. აგუეროსთან კონკურენციის გაწევა რთულია, თუმცა ჟეზუში ყოველ ვარჯიშზე მხეცივით იბრძვის,' - აღნიშნა გვარდიოლამ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • მანჩესტერ სიტი
  • ფრე
  • ატალანტა

კომენტარები

ბოლო ამბები