Thumbnail

პეტრიაშვილი თუ ევლოევი? ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება ფავორიტს არკვევს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ გამოკითხვა დაიწყო
  • ხმის მიცემა ფეისბუქის გვერდზე არის შესაძლებელი

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) სოციალურ ქსელში საინტერესო გამოკითხვა დაიწყო. აღნიშნული ორგანიზაცია ცდილობს გაარკვიოს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთაგან ვინ მოიპოვებს 2020 წლის ოლიმპიადის ოქროს მედალს.

ქომაგებმა არჩევანი ორ ფალავანს შორის უნდა გააკეთონ. ესენი ქართველი გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ.) და რუსი მუსა ევლოევი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 97 კგ.) არიან.

შეგახსენებთ, რომ გენომ წლეულს მსოფლიო პირველობის ოქრო მესამედ მოიგო, 2016 წლის ოლიმპიადაზე კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ინგუში ევლოევი ბოლო წლებია ასევე ყველაფერს იგებს. მუსას ძლევამოსილი სვლა შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიწყო, წლეულს კი, მსოფლიოს ოქროს ევროპის პირველობაზე გამარჯვებაც დამატა. ტოკიოს ოლიმპიადა მისთვის სადებიუტო იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები