Thumbnail
  • ბათუმი ტურნირს 23 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე პერიოდში უმასპინძლებს
  • ევროპირველობის პრიზიორებზე 32 ათასი ევრო გადანაწილდება

ორიოდ დღეში ბათუმი მსოფლიოს საჭადრაკო ცენტრად იქცევა. საქართველოს ზღვისპირა ქალაქი 23 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე პერიოდში 2019 წლის ევროპის გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლებს, ამდენად, ჩვენს ქვეყანაში არაერთ სახელოვან დიდოსტატს ვიხილავთ.

ბაადურ ჯობავა

ტურნირი სასტუმრო შერატონში 9 ტურად შვეიცარიული სისტემით წარიმართება, თითოეულ გუნდში კი 4 მოჭადრაკე და ერთიც სათადარიგო იქნება. საპრიზო ფონდი ვაჟთა და ქალთა ნაკრებებზე თანაბრად გადანაწილდება: I ადგილი – 8 000 ევრო, II – 5 000, III – 3 000.

მომავალ ტურნირზე ყველა წამყვან ქართველ მოჭადრაკეს ვიხილავთ.

ქალთა ნაკრები: ნანა ძაგნიძე (2502), ლელა ჯავახიშვილი (2457), ბელა ხოტენაშვილი (2446), მერი არაბიძე (2398), სალომე მელია (2380).

კაცთა ნაკრები: ივან ჩეპარინოვი (2670), ბაადურ ჯობავა (2617), ლევან ფანცულაია (2603), ლუკა პაიჭაძე (2574), გიგა ყუფარაძე (2457).

კომენტარები

ბოლო ამბები