Thumbnail

5-დან 4 მოგება – ქართველებს ევროპის ლიგის ინდივიდუალური ტიტულებიც ერგოთ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ‘საქართველო’ 2005-მა პირველი წრე მე-2 ადგილზე დაასრულა
  • გოგიშვილი სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა, ტომარაძე საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს

ლატვიის დედაქალაქმა რიგაში დასრულდა ევროპის 15-წლამდე კალათბურთელთა ლიგის პირველი წრე, სადაც თავის გამოჩენა მოახერხა ქართული კლუბების გამორჩეული მოთამაშეებისგან შემდგარმა გუნდმა “საქართველო 2005”.

ქართველმა ჭაბუკებმა ბალტიისპირეთში 5-დან 4 მატჩი მოიგეს. ირაკლი ტომარაძის მიერ გაწვრთნილმა “საქართველო 2005”-მა დღეს დასკვნითი შეხვედრა ჩაატარა და პოლონური კომაროვი 90:39 გაანადგურა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, ქართველებმა რუსული კლუბები – დინამო, ზენიტი და ოლიმპიეცი დაამარცხეს, მხოლოდ მოსკოვის ცსკა-სთან წააგეს და პირველი წრე მე-2 ადგილზე დაასრულეს.

თენგო გოგიშვილს სპეციალური პრიზი გადასცეს

პოლონელებთან მატჩში 15 ქულით და 14 მოხსნით ანრი ბელთაძე გამოირჩა, 15-15 ქულა მიითვალეს ილია ჭავჭანიძემ და თენგო გოგიშვილმა.

საბოლოოდ, გოგიშვილი ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში შევიდა და დაჯილდოვების ცერემონიალზე სპეციალური პრიზიც მიიღო. 

ირაკლი ტომარაძე

რიგაში გამართული პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად ჩვენი გუნდის თავკაცი – ირაკლი ტომარაძე აღიარეს.

ქართველი კალათბურთელები ევროპის 15-წლამდელთა ლიგის მე-2 წრის 5 შეხვედრას 17-19 იანვარს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩაატარებენ.

მთლიანობაში, რეგულარულ ჩემპიონატში 3 წრეა და თითო გუნდს 15-15 მატჩის გამართვა უწევს. სეზონის ბოლოს საუკეთესო გუნდები ჩემპიონობისთვის სუპერფინალში ეჯიბრებიან.

ევროპის 14-წლამდელთა ლიგაში რამდენიმე დღეში ჩაერთვება “საქართველო 2006”, რომელსაც ირაკლი ჩერქეზიშვილი წვრთნის.

14-წლამდელები 24-26 ოქტომბერს პირველი წრის 5 მატჩს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართავენ.

ქართველების მეტოქეები 3 რუსული გუნდი – ცენტრალნაია, ადმირალტეისკაია და გლორია, ასევე ლატვიური სპარსი და ესტონური TTU იქნებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები