Thumbnail

დოკვაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია! ქართველი ძალოსნის 3 მედალი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გიორგი დოკვაძემ ქართული დელეგაციას პირველი მედლები მოუტანა
  • რუმინეთში საქართველოს ღირსებას კიდევ 15 ძალოსანი დაიცავს 

ქართველი ძალოსანი  გიორგი დოკვაძე (55 კგ.) რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დაწყებული ახალგაზრდული და 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა.

დოკვაძემ ძალები 23-წლამდელთა შეჯიბრში მოსინჯა, პირველ მოძრაობაში ვერცხლი დაისაკუთრა, მეორეში კი - ბრინჯაო და საბოლოოდ, მე-2 ადგილი დაიკავა.

გიორგის ატაცში ცდა არ გაუფუჭებია და ზედიზედ დასძლია 102, 105 და 109 კგ.

ქართველმა ძალოსანმა 6-დან 5 ცდა გამოიყენა

ატაცი

102 კილოგრამი ✅
105 კილოგრამი ✅
109 კილოგრამი ✅

ქართველი ძალოსანი აკვრაში 121-კილოგრამიან შტანგას გაეუმკლავდა, 125 კგ. დაუვარდა, მე-3 ცდაზე კი 1 კგ. დაამატა და 126 კგ. დააფიქსირა.

აკვრა

121 კილოგრამი ✅
125 კილოგრამი ❌
126 კილოგრამი ✅

საბოლოოდ, დოკვაძემ 235 კგ. მოაგროვა და 10 კგ-ით ჩამორჩა უკრაინელ დმიტრო ვორონოვსკის, ბრინჯაოს მედალს კი გერმანელი ლეონ შედლერი (234 კგ.) დაეუფლა.

გაგაცნობთ ევროპის ჩემპიონატზე წასული დანარჩენი ქართველი ძალოსნების გამოსვლის განრიგს (დრო თბილისისაა):
67 კგ. გურამ გიორბელიძე - 21 ოქტომბერი, 16:00 სთ.
67 კგ. კახი ასანიძე - 21 ოქტომბერი, 16:00 სთ.
73 კგ. არჩილ მალაყმაძე - 21 ოქტომბერი, 20:00 სთ
61 კგ. გოდერძი ბერდელიძე - 22 ოქტომბერი, 12:00 სთ.
67 კგ. გოგა ჩხეიძე - 22 ოქტომბერი, 17:30 სთ.
81 კგ. ბელგარ სოლომონიძე - 24 ოქტომბერი, 10:30 სთ.
81 კგ. ლომია თებიძე - 24 ოქტომბერი, 16:00 სთ.
89 კგ. ედუარდ კაკაბაძე - 24 ოქტომბერი, 12:30 სთ.
89 კგ. რევაზ დავითაძე - 25 ოქტომბერი, 13:00 სთ.
96 კგ. ანტონ პლესნოი - 25 ოქტომბერი, 17:30 სთ.
96 კგ. ირაკლი გობეჯიშვილი - 25 ოქტომბერი 20:00 სთ.
96 კგ. ზაზა ლომთაძე - 25 ოქტომბერი, 20:00 სთ.
109 კგ. აკაკი ტალახაძე - 26 ოქტომბერი, 17:30 სთ.
+109 კგ. თორნიკე ტაბატაძე - 26 ოქტომბერი, 20:00 სთ
+109 კგ. გიორგი ჩხეიძე - 27 ოქტომბერი, 15:30 სთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული და 23-წლამდელთა ნაკრებები ბუქარესტში მთავარი მწვრთნელების, გიორგი ასანიძისა და მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით გაემგზავრნენ, რომელთაც თან ახლავთ მწვრთნელები გია ცირეკიძე და გიორგი გაბრიჭიძე. ტურნირზე იმყოფებიან ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაური და ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაულიც.

კომენტარები

ბოლო ამბები