Thumbnail
  • დიეგო მარადონამ პროფესიონალებს შორის პირველად ზუსტად 43 წლის წინ ითამაშა
  • მაშინ დიეგო მხოლოდ 15 წლის იყო

დღეს, 2019 წლის 20 ოქტომბერს ზუსტად 43 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ფეხბურთის არგენტინელმა ლეგენდამ პროფესიონალებში პირველად ითამაშა!

სწორედ 1976 წლის 20 ოქტომბერს შედგა დიეგო მარადონას დებიუტი არგენტინის პრიმერა დივიზიონში, არხენტინოს ხუნიორსის ფორმით. მაშინ დიეგო მხოლოდ 15 წლის იყო.

მარადონა დღემდე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვისაც არგენტინის პრიმერა დივიზიონში უთამაშია!

1,67 მეტრი სიმაღლის დიეგო 1981 წელს ბოკა ხუნიორსში გადავიდა, ერთი წლის შემდეგ კი  ბარსელონას ფეხბურთელი გახდა. მერე იყო ნაპოლი, სადაც დიეგომ კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. ნეაპოლელთათვის მან 259 მატჩში 115 გოლის გატანა შეძლო. ნაპოლისთან ერთად მარადონა ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ერთხელ მოიგო თასი და 1989 წელს უეფას თასსაც დაეუფლა.

არგენტინის ნაკრებში დიეგოს 90 მატჩში 34 გოლი აქვს გატანილი. 1986 წელს მარადონა ‘ალბისელესტესთან’ ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სექტემბრიდან დიეგო მარადონა არგენტინული კლუბის, ხიმნასია ლა პლატას მთავარი მწვრთნელია.

ნახემარადონას ცეკვა გასახდელში - ასე იზეიმა დიეგომ პირველი მოგება

 

კომენტარები

ბოლო ამბები