Thumbnail

წარმატებული სტარტი ევროპის ლიგაში – ქართველებმა სამ რუსულ გუნდს მოუგეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ‘საქართველო 2005’ რიგაში მხოლოდ ცსკა-სთან დამარცხდა
  • ქართველ კალათბურთელებს დასკვნითი მატჩი პოლონელებთან ელით

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პროგრამის მონაწილე გუნდი “საქართველო 2005” ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში შედეგიანად ჩაერთო.

ირაკლი ტომარაძის მიერ გაწვრთნილი 15-წლამდელთა გუნდი ქართული კლუბების მოთამაშებისგან გახლავთ დაკომპლექტებული და მისი მიზანი პერსპექტიული კალათბურთელებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიცემა და ასაკობრივი ნაკრებებისთვის კადრების მომზადება გახლავთ.

'საქართველო 2005' - დინამო მოსკოვი

ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ევროპის 15-წლამდელთა ლიგაში “საქართველო 2005”-მა საწყისი 2 მატჩი რუსულ გუნდებთან გამართა და ორივეში იმარჯვა.

პირველ მატჩში ჩვენებმა მოსკოვის დინამოს 59:40 სძლიეს, რის შემდეგაც სანკტ პეტერბურგის ზენიტს დაუპირისპირდნენ და კვლავ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს – 76:52.

ტურნირის მე-2 დღეს ქართულმა გუნდმა რუსეთის ქალაქ პერმის ოლიმპიეცი 53:46 დაამარცხა, რის შემდეგაც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, არმიულ ცსკა-ს დაუპირისპირდა და 49:67 წააგო.

“საქართველო 2005”-ს მეორე წრეში გასამართი ბოლო მატჩი 20 ოქტომბერს ელის. ტომარაძის გუნდის მეტოქე პოლონური კომაროვი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები