Thumbnail
  • ეიბარი 0:3 ბარსელონა
  • მესი, სუარესი, გრიზმანი (MSG) - ბარსას ახალი ტრიდენტი

ლა ლიგის მე-9 ტურში ბარსელონამ სტუმრად ეიბარი დიდი ანგარიშით დაამარცხა - 3:0. ამით კატალონიურმა კლუბმა რეალის თამაშამდე ლა ლიგის ლიდერობა მოიპოვა - ბარსას 19 ქულა აქვს, ეიბარს მხოლოდ 9 ქულა აქვს.

მე-13 წუთზე კლემან ლონგლემ გრძელი პასით ანტუან გრიზმანი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და თანამემამულემაც დაუფასა მცველს გარჯა - 1:0.

58-ე წუთზე უკვე გრიზმანი იყო ასისტენტი, გოლი კი ლიონელ მესიმ გაიტანა, 66-ე წუთზე გრიზმანმა მესი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ არგენტინელმა გოლი თავად არ გაიტანა, ლუის სუარესს გაატანინა.

📺 მატჩის ჰაილაითები

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონას მწვრთნელი): "MSG? ბოლოს დიდი ფეხბურთელები ყოველთვის გამონახავენ საერთოს მოედანზე. ეს მხოლოდ დროისა და თამაშების საკითხია. ისინი ერთმანეთს უკვე ძალიან კარგად უგებენ, რადგან ბევრს მუშაობენ".

საინტერესო ფაქტები

⚽ ლა ლიგაში ეიბარს ყველაზე მეტჯერ ბარსელონამ მოუგო - 10, და ყველაზე მეტი გოლიც გაუტანა - 36.

⚽ ლეო მესიმ ეიბართან 10 დაპირისპირებიდან 9-ში გოლი გაიტანა, სულ 16 გოლი!

⚽ ბარსამ ლა ლიგაში 6-მატჩიანი უცნაური მოუგებელი სერია დაასრულა - ჟერარდ პიკეს გარეშე ვერ იგებდა (5 ფრე, 1 წაგება).

⚽ კლემან ლონგლემ ბარსელონას მაისურით თავისი პირველი საგოლე პასი მიითვალა. 

ეიბარი 0:3 ბარსელონა

გოლები: 0:1 გრიზმანი (13), 0:2 მესი (58), 0:3 ლუის სუარესი (66)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო (46. სემედუ), უმტიტი, ლონგლე, ალბა - ფრენკი დე იონგი (79. რაკიტიჩი), ბუსკეტსი, არტური (71. არტურო ვიდალი) - მესი, ლუის სუარესი, გრიზმანი

კომენტარები

ბოლო ამბები